ვაკეში ტაქსის მძღოლი დაჭრეს | Allnews.Ge

ვაკეში ტაქსის მძღოლი დაჭრეს

ვაკეში, მრგვალ ბაღთან ტაქსის მძღოლი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხდეს, ტაქსის მძღოლის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

myquiz