"ბორჯღალოსნებმა" ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს | Allnews.Ge

"ბორჯღალოსნებმა" ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს

"ბორჯღალოსნებმა" სტუმრად ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანიის ტურნე ისტორიული გამარჯვებით დაასრულა.

"ბორჯღალოსნებმა" მესამე მატჩში ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს და მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ, 3:3 დასრულდა. საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა. შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს - ბურთი ფიჯელთა ჩათვლის მოედანში ლაშა ხმალაძემ დადო.

დარჩენილ დროში ფიჯელებმა 3 ქულას ვერაფერი შემატეს, კვირიკაშვილმა კი საჯარიმო ორჯერ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში 14:3 დააფიქსირდა.

საქართველოს ნაკრებმა ოკეანიის ტურნეში მანამდე ორი მატჩი გამართა. სამოასთან ფრედ, 19:19 ითამაშა, ტონგას კი ანგარიშით 23:20 სძლია.

საქართველოს და ფიჯის ნაკრებები ისტორიაში მეორედ ეთამაშნენ ერთმანეთს. პირველად გუნდები 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში დაუპირისპირდნენ და მაშინ ფიჯელებმა ანგარიშით 24:19 გაიმარჯვეს.

myquiz