დევდორაკის მყინვარი და მდინარის კალაპოტი სტიქიის შემდეგ | Allnews.Ge

დევდორაკის მყინვარი და მდინარის კალაპოტი სტიქიის შემდეგ

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები დარიალის ხეობაში იმყოფებიან, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მუდმივი მონიტორინგი გრძელდება.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებმა ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დევდორაკის მყინვარი და მდინარე დევდორაკის კალაპოტი.

პირველადი შეფასებით, უხვი ნალექის შედეგად განვითარდა ღვარცოფული მასა, რამაც გამოიწვია საქართველოს სამხედრო გზის მწყობრიდან გამოსვლა, დაახლოებით 800 მეტრის მონაკვეთზე.

"აღსანიშნავია, რომ 23 ივნისს სტიქიური პროცესები უხვი ნალექის შედეგად 2014 წლის 17 მაისს დევდორაკის ხეობაში განვითარებული სტიქიის დროს მდინარე დევდორაკის კალაპოტში დარჩენილი მყარი მასის დაძვრამ განაპირობა. წარმოქმნილმა ღვარცოფულმა მასამ მდინარე თერგის შესართავამდე მიაღწია.

ამალი-დევდორაკის ხეობაში, სტიქიური პროცესები გააქტიურდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ივნისის დასაწყისიდან მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს ხეობაში, შესაძლო საფრთხის შესახებ შესაბამის ორგანოებს ოპერატიულად აცნობა და საავტომობილო გზის ჩაკეტვა და მოქალაქეთა ევაკუაცია დაუყოვნებლივ მოხდა. პრევენციული ქმედებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული ადამიანთა მსხვერპლი. სპეციალისტების მიერ ამალი-დევდორაკის ხეობის პროცესებზე მუდმივი დაკვირვება რისკების შემდგომი პრევენციისათვის კვლავ გრძელდება", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

myquiz