საბურთალოს ქუჩაზე, "სმარტში" ხანძარი გაჩნდა | Allnews.Ge

საბურთალოს ქუჩაზე, "სმარტში" ხანძარი გაჩნდა

თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე, "სმარტში" მცირე ხანძარი გაჩნდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განაცხადეს, "სმარტში" მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა თბოიზოლაციას.

ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

myquiz