ძლიერმა სეტყვამ დუშეთისა და გორის რაიონის სოფლები დააზარალა | Allnews.Ge

ძლიერმა სეტყვამ დუშეთისა და გორის რაიონის სოფლები დააზარალა

დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა.

განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ებნისი, სადაც სეტყვამ მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა.

სტიქიის ადგილზე გუშინ იმყოფებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ჯარიაშვილი.

როგორც ზურაბ ჯარიაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ზარალს დაითვლის და მოსახლეობას დაეხმარება.

დუშეთთან ერთად, დაისეტყვა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიც. ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე ახალუბანში, მეჯვრისხევსა და ახრისში სეტყვამ ბოსტნეული და ნათესები გაანადგურა.

ზარალის ოდენობა დაზუსტებული არ არის. მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

myquiz