ინდონეზიაში მდებარე სასტუმრო "ბორობუდური" საქართველოს დროშის ფერებში | Allnews.Ge

ინდონეზიაში მდებარე სასტუმრო "ბორობუდური" საქართველოს დროშის ფერებში

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, 26 მაისს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის ისტორიულ-ტურისტულ ცენტრში მდებარე პრესტიჟული სასტუმრო "ბორობუდური" საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ინდონეზიაში, დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დიმპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

უწყების ცნობით, საზეიმო მიღების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა, სპეციალურად სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო ქართული ყველის სახლის პროდუქცია. ღონისძიებას მუსიკალურად ინდონეზიელ მუსიკოსთა გუნდი აფორმებდა, რომელებმაც ქართული და ინდონეზიური ეროვნულ ჰიმნები და ასევე რამდენიმე ქართულ ფოლკლორულ სიმღერა შეასრულეს.

myquiz