ქარელის რაიონში სეტყვამ მოსავლის 90 პროცენტზე მეტი გაანადგურა | Allnews.Ge

ქარელის რაიონში სეტყვამ მოსავლის 90 პროცენტზე მეტი გაანადგურა

ქარელის რაიონი დაისეტყვა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სტიქიამ მოსავლის 90 პროცენტზე მეტი გაანადგურა.

ნახევარსაათიანი სეტყვის შედეგად მთლიანად განადგურდა ყურძნის მოსავალი, ასევე, ბოსტნეული კულტურები, ხახვი, ნიორი, კარტოფილი და პომიდორი. განადგურებულია ატმისა და ვაშლის მოსავალი.

რუისელების თქმით, ხანგრძლივი სეტყვის გამო, საძოვარზე გაყვანილი პირუტყვი გაიფანტა და მწყემსები რამდენიმე ათეულ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ეძებენ.

მოსახლეობის განცხადებით, რუისელების დიდ უმრავლესობას მოსავლის მოსაყვანად კრედიტი ჰქონდა აღებული. ხელისუფლების დახმარების გარეშე კი, ვეღარც კრედიტების გადახდას შეძლებენ და ყველანაირი მოსავლის გარეშეც დარჩებიან. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.

myquiz