ვერეს ხეობაში 5000-მდე ხე-მცენარე დაირგვება
მდინარე ვერეს ხეობაში, ახალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე 5000-მდე ძირი ხე-მცენარე დაირგვება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ტერიტორიის გამწვანება უკვე დაწყებულია.
სულ ხეობაში 1960 წიწვოვან-ბუჩქოვანი, 580 ფოთლოვანი და 2416 წიწვოვანი ხე-მცენარე დაირგვება.
გამწვანების პროცესი 10 ივნისამდე გაგრძელდება.