აჭარაში, 28 მაისს კულტურულ ობიექტებში შესვლა უფასო იქნება | Allnews.Ge

აჭარაში, 28 მაისს კულტურულ ობიექტებში შესვლა უფასო იქნება

ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიების ფარგლებში კულტურულ ობიექტებში შესვლა უფასო იქნება. ამის შესახებ აჭარის მთავრობა იტყობინება.

ტურისტული სეზოლი აჭარაში 28 მაისს გაიხსნება. სწორედ ამ დღეს მსურველებს საშუალება ექნებათ გონიოს ციხეს, ნობელების მუზეუმს, არქეოლოგიური მუზეუმსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ მუზეუმებს უფასოდ ეწვიონ.

გარდა ამისა, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტუმრებს სპეციალურ ფასდაკლებებს შესთავაზებს ბულვარის სანაპირო ზოლთან მობილიზებული საზღვაო სასეირნო ტრანპორტი - იახტები, პარაშუტები და კატამარანი, ასევე ბულვარში არსებული სხვა გასართობი ობიექტებიც (ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ბილიარდი, ტენისი). 

ბათუმის ბულვარის ნაწილი გადათხრილია

"სანაპირო ზოლზე დაგეგმილია უფასო ფიტნეს, იოგა და სპორტული ღონისძიებები. მსურველებს 50 პროცენტიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბათუმველო, რომლის ველოსიპედებით სარგებლობა ძველი და ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლზე განთავსებულ 8 ტერმინალთანაა შესაძლებელი. ბათუმის ულამაზესი ხედების დათვალიერების მსურველებს უფასო გასეირნებას შესთავაზებს ეშმაკის ბორბალიც, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს", - წერია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

აჭარული კერძები, რომლებიც უნდა დააგემოვნოთ

myquiz