თბილისში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაიწყო | Allnews.Ge

თბილისში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის ყველა უბანში წინასწარ შერჩეულ 60 ლოკაციაზე ცოფის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ატარებს.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 2 ვეტერინარისგან შემდგარი მობილური ეკიპაჟი თითო ლოკაციაზე 2-3 დღის მანძილზე 09:00 საათიდან 14:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას. მათ საშუალება ექნებათ პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაუტარონ როგორც საკუთრებაში მყოფ, ასევე მიკედლებულ ძაღლებსა და კატებს. იმუნიზაციის პარალელურად ცხოველთა მეპატრონეებს საინფორმაციო ბროშურები დაურიგდებათ. ღონისძიება მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის პარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორცილებს შინაური ხორცისმჭამელი ცხოველების - ძაღლისა და კატის ცოფის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას. 2016 წელს დაგეგმილია 300 000 სული ცხოველის აცრა. ამ დროისთვის იმუნიზაცია ჩაუტარდა 11 435 ძაღლსა და კატას.

myquiz