შეკვეთილთან ახლოს, ახალი საკონცერტო დარბაზი ივნისში გაიხსნება | Allnews.Ge

შეკვეთილთან ახლოს, ახალი საკონცერტო დარბაზი ივნისში გაიხსნება

ივნისში, შეკვეთილთან ახლოს, ახალი საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena გაიხსნება.

საკონცერტო დარბაზი ამფითეატრის სტილით არის აგებული, ხოლო მისი მოძრავი სახურავი ამინდზეა მორგებული. არენის ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს. დარბაზი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.

როგორ გამოიყურება ურეკის გრანდიოზული საკონცერტო დარბაზი

როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას დარბაზის დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ განაცხადა, ეს არის უნიკალური პროექტი არქიტექტურული თვალსაზრისით და იგივე შეიძლება ითქვას მის ტექნიკურ აღჭურვილობაზეც. მისივე თქმით, Black Sea Arena გაცილებით დიდია თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან შედარებით, რადგან მასში დაახლოებით 10 ათასი კაცი ეტევა.

"შენობა გათვლილია არა მარტო საკონცერტო, არამედ სპორტულ და სხვა სახის აქტივობებზეც. დარბაზი უნივერსალურია, რადგან მისი კედლები და სახურავი მოძრავია. Bლაცკ შეა Aრენა აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ნორმას აკმაყოფლებს. შენობა ურთულესი კონსტრუქციებით არის აგებული. ეს ეხება კედლებს, ჭერს და მთელ შენობას", - აღნიშნა დიმიტრი ბერიძემ.

დარბაზის მშენებლობა 2008-2009 წლებში ფონდ "ქართუ"-ს ინიციატივით დაიწყო. მშენებლობაში ფონდმა 200 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ელიტა ბურჯი" და საქველმოდმედო ასოციაცია "ატუ" ასრულებდნენ. ეს უკანასკნელი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაშია.

ხათუნა ჩიგოგიძე

bpn.ge

 

myquiz