კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების გამოკითხვა შსს-ში წუხელ 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა | Allnews.Ge

კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების გამოკითხვა შსს-ში წუხელ 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გუშინ კორცხელის ინციდენტის მონაწილე ექვსივე სპორტსმენმა გამომძიებლებს ჩვენება მისცა. თუმცა სპორტსმენებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პარალელურად შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტსმენების ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.

ადვოკატ ზურაბ ბელთაძის განცხადებით, გამოკითხვის დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს, თუმცა, მისი თქმით, გამოძიებას აინტერესებს, თუ რა იყო აღნიშნული ინციდენტის მაპროვოცირებელი. ადვოკატის განცხადებით, სპორტსმენები მოწმის სტატუსით დაიკითხნენ და არ არის გამორიცხული, რომ ისინი კიდევ დაკითხონ.

როგორც ბელთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კორცხელის ინციდენტის შედეგად დაზარალებულია ერთ-ერთი სპორტსმენი, რის შესახებაც შსს-ს ინფორმაცია უკვე მიეწოდა. საქმეზე გამოძიება 122-ე მუხლით მიმდინარეობს. ადვოკატი არ გამორიცავს, რომ საქმის გადაკვალიფიცირება მოხდეს. შსს-ში საპორტსმენების გამოკითხვა ხუთი საათი გრძელდებოდა.

კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენების მისაცემად საკუთარი ნებით მივიდნენ.

მათი თქმით, მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ და ჩვენება მისცენ. მანამდე კი შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.

myquiz