ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა | Allnews.Ge

ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა

ქალაქ ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა.

როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტიძემ განაცხადა, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

"ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი კორპუსს ახადა სახურავი. შესაბამისი სამსახურები ადგილზე იყვნენ მობილიზებულნი. დღეს შესაბამისი სამსახურები ზარალს ითვლიან და მოხდება სახურავის შეკეთება", - განაცხადა მაჭუტიძემ.

მისივე თქმით, დღეს, სამცხე-ჯავახეთში უკეთესი ამინდია.

myquiz