თბილისში რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება | Allnews.Ge

თბილისში რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც შსს-დან გვაცნობეს, 25 მაისს 00:30 საათიდან დაიკეტება თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი.

მოძრაობა ასევე შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე, კერძოდ ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.

შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილისა და ჭონქაძის ქუჩებზე. ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულების შემდეგ აღდგება.

myquiz