მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები ხვალიდან დაიწყება | Allnews.Ge

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები ხვალიდან დაიწყება

მე-12 კლასის მოსაწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები ხვალიდან დაიწყება.

ამასთან დაკავშირებით დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები ხვალ, 9:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

საერთო ჯამში, მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას ოთხ საგანში ჩააბარებენ. ეს საგნებია: ქართული, უცხოური ენები, ისტორია, მათემატიკა.

ამასთან მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან გამოცდაზე გამოცხადება ვერ შეძლეს, საშუალება მიეცემათ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ.

გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება. არ შეცვლილა ბარიერი და ის ისევ 5.5-ია.

მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის გამოცდები 25 მაისს დასარულდება.

გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 46 000-ზე მეტი მოსწავლე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ მე-12 კლასელმა რომელიმე გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა, ეროვნულ გამოცდაზე არ დაიშვება.

მაია მიმინოშვილმა მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა და ასევე მოუწოდა, გამოიყენონ დღევანდელი ე.წ. სავარჯიშო დღე, როდესაც მოსწაავლეებს პრეტესტში მონაწილოების მიღება შეუძლიათ.

myquiz