სურსათის ეროვნული სააგენტოს რჩევა მოსახლეობას პასკებთან დაკავშირებით | Allnews.Ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს რჩევა მოსახლეობას პასკებთან დაკავშირებით

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, ქუჩაში, გარევაჭრობის პირობებში გამოტანილი სააღდგომო პასკების შეძინისგან თავი შეიკავონ.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კახა სოხაძემ ”Palitra News”-ს განუცხადა, შესაბამისი რეგულირების არარსებობის გამო ქუჩაში განთავსებული პროდუქცია არ კონტროლდება, რაც მის უვნებლობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის.

მისივე განმარტებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა ქსელები უკვე შეამოწმა და საკონდიტრო ნაწარმთან დაკავშირებით გარკვეული, მათ შორის ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოვლინდა.

”ასეთი დღესასწაულებისას ქაოსის ელემენტებს შეიცავს გარევაჭრობები. ქაოსურად ხდება ასეთი პროდუქციის რეალიზება და სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არის. სასურველი იქნება მოსახლეობამ თავი შეიკავოს, პირველ რიგში, გარევაჭრობების ადგილებზე, ქუჩაში ასეთი პროდუქციის შეძენისგან, ვინაიდან ისინი აბსოლუტურად დაუცველია ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით”, - განაცხადა კახა სოხაძემ.

myquiz