როგორი იქნება ორსართულიანი მატარებელი, რომელიც საქართველოში მალე გამოჩნდება | Allnews.Ge

როგორი იქნება ორსართულიანი მატარებელი, რომელიც საქართველოში მალე გამოჩნდება

საქართველოში ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მგზავრობის შესაძლებლობა მსურველს 2016 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონიდან ექნება.

"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, ორსართულიანი მატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით იმოძრავებს შეჩერების გარეშე და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში გაჩერება, ესენია: ბათუმი, ქობულეთი და ურეკი.

რაც შეეხება ფასს, როგორც "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დაჩი ცაგურია ამბობს, იგი არ შეიცვლება და ახალი მატარებლით მგზავრობის ფასი იქნება იგივე, რაც დღეს არსებულ მატარებლებზე ვრცელდება.

myquiz