თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურში ღამის განმავლობაში 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა | Allnews.Ge

თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურში ღამის განმავლობაში 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა

უამინდობის გამო თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წუხელ 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა. როგორც აღნიშნულ სამსახურში განაცხადეს, შეტყობინება ძირითადად ძლიერი ქარის გამო ხეების მოგლეჯას შეეხებოდა.

"წუხანდელი ღამის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე შეტყობინება შემოვიდა. მათი უმეტესობა შეეხებოდა იმას, რომ ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა "სოკარის" ცენტრალურ ოფისთან დაფიქსირდა, სადაც მოგლეჯილი ხე ავტომანქანას დაეცა. იყო ხისგან ავტომანქანის დაზიანების სხვა ფაქტებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ჩვენი ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მოქალაქეთა ზარები შემცირებულია, თუმცა შეტყობინებები მაინც ფიქსირდება.

რაც შეეხება რეგიონებს, ხეების მოგლეჯის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც, მათ შორის რუსთავშიც.

myquiz