ბათუმში, გუშინ გახსნილ პარკში ხე-მცენარეები და ინვენტარი დააზიანეს | Allnews.Ge

ბათუმში, გუშინ გახსნილ პარკში ხე-მცენარეები და ინვენტარი დააზიანეს

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, შინდისის გმირების სახელობის ახლადგახსნილ პარკში დღეს გამთენიისას ვანდალურად გაანადგურეს ახალდარგული ხე-მცენარეები, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათი განმარტებით, დაზიანებულია სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული ინვენტარიც.

"ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ", - აცხადებენ ბათუმის მერიაში. შსს-ს ინფორმაციით, ბათუმის პარკთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

შინდისის გმირების სახელობის სკვერი გუშინ გაიხსნა. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა.

myquiz