თბილისში კიდევ ერთი ე.წ. ზებრა გადასასვლელი მოიხატა | Allnews.Ge

თბილისში კიდევ ერთი ე.წ. ზებრა გადასასვლელი მოიხატა

დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტის "მოხატე უსაფრთხოების" ფარგლებში კიდევ ერთი "ზებრა" გადასასვლელი წერეთლის გამზირზე მოიხატა.

სატრანსპორტო მოძრაობის შეუფერხებლობის გამო, წერეთლის გამზირი ღამით ნაწილობრივ გადაიკეტა.

დიდუბის რაიონის გამგეობამ სტუდენტებთან ერთად "ზებრა" გადასასვლელები უკვე მოხატა ბელიაშვილისა და რობაქიძის ქუჩებზე. აღნიშნული აქციებით გამგეობა შეურთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის".

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

ფოტოგრაფი: გოგა ჩანადირი

myquiz