რატომ არ უნდა გავიდეთ პენსიაში ადრე | Allnews.Ge

რატომ არ უნდა გავიდეთ პენსიაში ადრე

რამდენიმე ათეული წლის მუშაობის შემდეგ, ყველას უჩნდება დასვენების და პენსიაში გასვლის სურვილი. თუმცა, ეს უფრო განვითარებულ ქვეყნებზე შეიძლება ითქვას, ვიდრე განვითარებადზე. ვინაიდან განვითარებულ ქვეყნებში პენსიაში გასულებს შედარებით უზრუნველი ცხოვრება ელოდებათ, ვიდრე განვითარებადში.

როგორც "ბიზნეს ინსაიდერი" წერს, პენსიაში გასვლიდან რამდენიმე თვეში ადამიანი აცნობიერებს, რომ მას ენატრება აქტიური ცხოვრება. გთავაზობთ მიზეზებს, რის გამოც პენსიაში გასვლა არ უნდა გიხაროდეთ:

1. სამსახურის სიყვარული: თუ თქვენ გიყვართ თქვენი სამსახური და ის, რასაც აკეთებთ, მაშინ გაგიჭირდებათ მისი მიტოვება.

2. ფინანსური მდგომარეობა: მუშაობის დროს ფულის დაზოგვა იმისათვის, რომ პენსიაში გასვლის შემდეგ უზრუნველად იცხოვროთ, რთულია. პენსიაში გასვლის გადადება კი ადამიანს უფრო მეტ დროს აძლევს იმისათვის, რომ დაზოგოს თანხა და შეამციროს პენსიაში ყოფნის დრო.

3. ჯანმრთელობა: ხშირად მუშაობა უფრო დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, ვიდრე პენსიაში ყოფნა. საფრანგეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც გვიან გადიან პენსიაში, უფრო ნაკლებად დგანან დემენციის (გონებრივი პრობლემების) რისკის წინაშე.

4. უკეთესი სოციალური ცხოვრება: მეგობრებს ძირითადად ადამიანი სამუშაო ადგილზე იჩენს. "ლანჩზე" ერთად გასვლა და სამსახურის შემდეგ გასართობად წასვლა თანამშრომლებს ერთმანეთთან აახლოვებს. როდესაც სამსახურს ტოვებთ, საერთო შეკრებებზე უკვე ნაკლებად გიწვევენ, შესაბამისად სოციალური ცხოვრება უფრო მოსაწყენი ხდება.

5. ოჯახური ჰარმონია: როდესაც ადამიანი პენსიაში გადის, იგი დინამიკურ ცხოვრებას შორდება, რაც იმას ნიშნავს რომ სახლში უფრო მეტ დროს ატარებს. შედეგად უფრო ხშირად ხედავს ცოლ-ქმარი ერთმანეთის სახეს, ამგვარმა შემთხვევამ კი ქორწინება, შესაძლოა, საფრთხის წინაშეც დააყენოს.

6. სხვების დახმარება: მუშაობის შედეგად თითოეული ადამიანი სხვა ადამიანებს გარკვეულწილად ეხმარება. სხვების დახმარება კი ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს. ეს კი ხშირად იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ანაზღაურება, რასაც შესრულებული საქმისთვის გიხდიან.

ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2017 წლიდან ამოქმედდება

 

myquiz