აქცია "არა გაზპრომს" რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან გაიმართა | Allnews.Ge

აქცია "არა გაზპრომს" რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან გაიმართა

"არა გაზპრომს" - ამ ლოზუნგით რუსეთის ფედერაციის საელჩოს ყოფილ შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული "ცოცხალი ჯაჭვის" აქცია გაიმართა.

ადგილზე აქტივისტების ორგანიზებას თავად "ნაციონალების" ლიდერები ახორციელებენ. ე.წ. ცოცხალ ჯაჭვში მდგომ მოქალაქეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები და ლურჯი ბუშტები, წარწერით "არა, გაზპრომს".

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი ასევე აპირებენ შეაგროვონ ხელმოწერები, რის შემდეგაც ხელმოწერილ პეტიციას მთავრობის ადმინისტრაციაში ჩააბარებენ. პეტიციის მთავარი მოთხოვნა, ისევე, როგორც დღევანდელი საპროტესტო აქციის, არის "არა გაზპრომს".

myquiz