ვაკეში ტექნიკის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა | Allnews.Ge

ვაკეში ტექნიკის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა

ვაკეში, ჭავჭავაძის #19-ში მდებარე ტექნიკის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო მანქანა.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მაღაზიისთვის მიყენებული ზარალი ჯერ დადგენილი არ არის.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

myquiz