17.02.2016 / 17:32
შრიფტის ზომა:

10 ქვეყანა საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემით

ბრიტანულმა კომპანია Pearson-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც საგანმანათლებლო სისტემა საუკეთესოა. რეიტინგი სტატისტიკურ მონაცემებს, საერთაშორისო კვლევებსა და იმ საბიუჯეტო თანხებს ეფუძნება, რომელსაც სახელმწიფო განათლებაზე ხარჯავს.

ქვეყნების შესწავლის დროს მკვლევრებმა დაადგინეს, რომ წარმატებული საგანმანათლებლო სისტემისთვის აუცილებელია არამხოლოდ დაფინანსება, არამედ ზოგადად, საგანმანათლებლო კულტურა, ასევე საზოგადოების დამოკიდებულება სწავლისადმი.

რეიტინგში წამყვანი პოზიციები აზიურმა ქვეყნებმა დაიკავეს, რადგან სწორედ აზიაშია განათლება და ცოდნა საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მშნივენლოვანი ფასეულობაა.

სამხრეთ კორეა რეიტინგის ლიდერია. ამ ქვეყნის პირველობა განათლების სფეროში ჩადებულმა ფინანსებმა განაპირობა. მაგალითად, გასულ წელს განათლებაზე დახარჯულმა თანხამ 11 მილიონ 300 000 აშშ დოლარი შეადგინა. ალბათ ცოტა ვინმემ იცის, რომ სამხრეთ კორეაში ბავშვები სკოლაში მთელი კვირა, დასვენების გარეშე დადიან.. სამხრეთ კორეაში წერა-კითხვა მამაკაცების 97,9%-მა და ქალთა 96,6%-მა იცის. ქვეყნის მშპ-მ კი ერთ სულ მოსახლეზე 2014 წელს 34 795 აშშ დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილზეა იაპონია, სადაც ტექნილოგიებზე დაფუნძებულმა საგანმანათლებლო სისტემამ ქვეყანას წამყვანი პოზიციები მოუტანა. იაპონიის მშპ 5,96 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მესამე ადგილი რეიტინგში კვლავ აზიურ ქვეყანას უკავია. ამჯერად ეს სინგაპურია, ქვეყანა, სადაც ძლიერია საგანმანათლებლობო სისტემა. სინგაპურის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 64,564 აშშ სოლარია. ამ მონაცემებით, სინგაპური მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

მეოთხე ადგილზე რეიტინგში ჰონკონგია, სადაც შარშან განათლებაზე გამოყოფილმა თანხამ ერთ სულ მოსახლეზე 39,420 აშშ დოლარი შეადგინა.ხოლო წერა-კითხვა მოსახლეობის 94,6%-მა იცის.

საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნების ტოპ-ხუთეულში ევროპული ქვეყანაც მოხვდა . ეს ფინეთია, რომელსაც წლების განმავლობაში ამ რეიტინგში პირველობა ეკავა. ბევრი ადამიანისთვის ფინური საგანმანათლებლო სისტემა დღემდე მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ premature child admission ფინური საგანმანათლებლო სისტემის ყველაზე დიდ ნაკლად სახელდება. ყოველწლიურად, ფინეთი განათლებაზე დაახლოებით 11,1 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს. ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 36,395 აშშ დოლარს შეადგენს.

მეექვსე ადგილს რეიტინგში დიდი ბრიტანეთი იკავებს. ბრიტანული საგანმანათლებლო დაწესებულებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განთქმულია და შეიძლება ითქვას, რომ მათი პოპულარობა არც ერთ რეიტინგზე არ არის დამოკიდებული. სკოლებში იცავენ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციებს - აქ სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ საქველმოქმედო და სოციალურ საქმიანობაში.

მეშვიდე ადგილზე კანადაა, სადაც წერა-კითხვა მოსახლეობის 99%-მა იცის. კანადა განათლების სექტორზე მშპ-ს 5,4%-ს ხარჯავს. კანადაში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 44,7656 აშშ დოლარია.

მერვე ადგილს რეიტინგში ნიდერლანდები იკავებს. კომპანია „Pearson“-ში აღნიშნავენ, რომ საგანმანათლებლო სისტემაში არსებობს რიგი ნაკლი, მათ შორის დაბალი ინვესიტერება, სუსტი დაგეგმარება და მენეჯმენტი. ჰოლანდიაში მპს ერთ სულ მოსახლეზე 42,586 აშშ დოლარია.

მეცხრე ადგილზეა ირლანდია, სადაც წერა-კითხვა მოსახლეობის 99%-მა იცის. ყველაზე აღსანიშნავი ირლანდიის საგანმანათლებლო სისტემაში ის არის, რომ სწავლა უფასოა პირველი კლასიდან კოლეჯის ან უნივერსიტეტის მესამე კურსამდე. ყოველწლიურად, ირლანიის ხელისუფლება განათლებაზე 8,759 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს.

რეიტინგის ტოპ-ათეულში მეათე ადგილი დაიკავა პოლონეთმა. აქ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 21,118 აშშ დოლარია. კომპანია „Pearson“-ის შეფასებით, საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემის მხრივ, პოლონეთი ევროპაში მეოთხე ადგილზეა.