როდემდე შენარჩუნდება თბილი ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი | Allnews.Ge

როდემდე შენარჩუნდება თბილი ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი

17 თებერვლის ჩათვლით, საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 17 თებერვლის ჩათვლით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 18 თებერვალს კი, საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. დასავლეთ საქართველოში 17 თებერვლის ჩათვლით ტემპერატურა +16 +21 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, +14 +18 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში +17 +18 გრადუსს ვარაუდობენ.

მათივე ინფორმაციით, 19 თებერვლიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს და +9 +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

myquiz