იცით, რამდენად ძვირფასია მელქიორის დანა-ჩანგალი და როგორ უნდა გაწმინდოთ ის? | Allnews.Ge

იცით, რამდენად ძვირფასია მელქიორის დანა-ჩანგალი და როგორ უნდა გაწმინდოთ ის?

ძალიან ბევრ ოჯახში სადღესასწაულო სუფრა მელქიორის დანა-ჩანგლის გარეშე არ გაიშლება. ყველამ ვიცით, რომ ის უკეთესია, ვიდრე "უბრალო" დანა-ჩანგალი, თუმცა არც ვერცხლივით ძვირფასია. რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს ჭურჭელი და ღირებულება გააჩნია დღეს?

სხვათა შორის, მელქიორის წარმოშობა რომანტიკულ, სასტიკ და მტრული ისტორიებს უკავშირდება....

melq13-1730181046.jpg

რა არის მელქიორი?

მელქიორი - ნიკელისა და სპილენძის შენადნობით მიიღება, დამატებული აქვს თუთია. მისი შემქმნელი ჩინელი ლი ლიან ინი თავის დროზე მისი გამოგონებისთვის სასტიკად დაისაჯა, იმპერატორის სასახლიდან გამოაძევეს და პროვინციაში გადაასახლეს. თუმცა, მოგვიანებით მელქიორისგან მონეტების უფრო გვიან კი საიმპერატორო სუფრისთვის ჭურჭლის დამზადება დაიწყეს.

ევროპულ კონტინენტზე მელქიორი XIII საუკუნეში გამოჩნდა თუმცა მისი დამზადების საიდუმლო დიდი ხნის მანძილზე გასაიდუმლოებული იყო. პირველად მისი ფორმულა გერმანელებმა ამოხსნეს და მიღებულ ლითონს სახელი 'მელქიორიც" უწოდეს იმ დროისთვის ცნობილი იუველირის საპატივსაცემოდ.

მელქიორის თვისება

დღეს მელქიორს ფასობს არა სიმდიდრის, არამედ ხარისხისა და სასარგებლო თვისებების გამო. იგი ხანგრძლივად გემსახურებათ. მელქიორის წარმოებაში ჩართული სპეციალისტების თქმით, მისი დამუშავება _ სიამოვნებაა. მისგან მარტივად იღებენ სასურველ ფორმას, ხოლო უვნებელი ნივთიერებების დამატებით, _ ფერს.

melq5-1730181135.jpg

melq8-1730181229.jpg

მათივე თქმით, მელქიორი ოქროს შუალედია ძვირფას ვერცხლის ჭურჭელსა და უბრალო სასუფრე დანა-ჩანგალს შორის. უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ულამაზესი ფერი აქვს და ვერცხლის კარგ იმიტაციას წარმოადგენს. მელქიორზე არ მოქმედებს მაღალი ტემპერატურა და არ ემუქრება კოროზია ვერცხლისგან განსხვავებით. რაც შეეხება მის ღირებულებას, მეორადი, 6 კაციანი დანა-ჩანგალი და კოვზები 80-120 ლარი ღირს. ბევრად ძვირია ახალი და თანამედროვე წარმოების მელქიორის ნივთები. იხილეთ სრულად