რა ძირითად აქტივობებზე ხარჯავენ დროს 15-24 წლის ახალგაზრდები საქართველოში? | Allnews.Ge

რა ძირითად აქტივობებზე ხარჯავენ დროს 15-24 წლის ახალგაზრდები საქართველოში?

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ახალგაზრდები კვირის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებში იმაზე მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე სწავლაში.

როგორც დროის გამოყენების გამოკვლევიდან ვიგებთ, მასმედიის გამოყენების ხანგრძლივობა საშუალოდ კვირაში 16 საათია და ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან იმის მიხედვით ახალგაზრდა სწავლობს, არ სწავლობს თუ დასაქმებულია. საკმაოდ ლოგიკურია, რომ შედარებით მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ ისეთ ახალგაზრდებშია, რომლებიც დაუსაქმებელნი არიან. როგორც წესი, ისინი საკუთარი დროის 17,7 საათს აღნიშნულ აქტივობას უთმობენ. მაჩვენებლები საკმაოდ ახლოსაა ფორმალურ განათლებაზე დათმობილ დროსთან. როგორც კვლევის შედეგად ხდება ცნობილი, ახალგაზრდები ფორმალურ განათლებასა და მასთან დაკავშირებული აქტივობებისთვის კვირაში საშუალოდ 20 საათს გამოყოფენ.

დაახლოებით 1,5 საათს ახალგაზრდები საკუთარი საბოლოო მოხმარების პროდუქციის საწარმოებლად ხარჯავენ. ხანგრძლივობა განათლების სტატუსის მიხედვით განსხვავდება. სწავლის პროცესში ჩართულები 1,1 საათს ატარებენ „შრომაში“, როდესაც სასწავლო დაწესებულებების მიღმა მყოფ ახალგაზრდებს ამ საქმისთვის 3 საათი აქვთ განსაზღვრული. ამ კუთხით, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა ლიდერობს. შესაბამისად, აღნიშნულ აქტივობებზე დახარჯული დრო განსაკუთრებით მაღალია სოფლის მოსახლეობაში - დაახლოებით 6 საათამდე. იხილეთ სრულად

myquiz