გლდანი, მუხიანი, თემქა - როდის და როგორ გაშენდა თბილისის სამი გარეუბანი, სადაც ქალაქის მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტი ცხოვრობს | Allnews.Ge

გლდანი, მუხიანი, თემქა - როდის და როგორ გაშენდა თბილისის სამი გარეუბანი, სადაც ქალაქის მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტი ცხოვრობს

თბი­ლი­სის ყვე­ლა ცენ­ტრა­ლუ­რი და­სახ­ლე­ბა ოდეს­ღაც ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბა­ნი იყო, ასე რომ, სა­მო­მავ­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქის დღე­ვან­დელ გა­რე­უბ­ნებს დიდი შან­სი და პერ­სპექ­ტი­ვა აქვთ, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წი­ლე­ბად იქ­ცნენ. იქამ­დე კი, თბი­ლი­სის იმ სამი გა­რე­უბ­ნის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ, სა­დაც ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის, ყვე­ლა­ზე დიდი პრო­ცენ­ტი ცხოვ­რობს.

გლ­და­ნი

ეს და­სახ­ლე­ბა სო­ფელ გლ­და­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 1960-იან წლე­ბი­დან გა­შენ­და, რო­დე­საც თბი­ლი­სის ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მო­სახ­ლო გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და კვარტლე­ბად და­ი­ყო. ამ უბ­ნის­თვის თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 750 ჰექ­ტა­რი მი­წის ფარ­თო­ბი (პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი - არ­ქი­ტექ­ტო­რი თე­მურ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი). პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მიკ­რო­რა­ი­ო­ნე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლია ხა­ზობ­რი­ვად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრის ორი­ვე მხა­რეს. მისი სიგ­რძე 2,5 კმ-ია. სამ­წუ­ხა­როდ, პრო­ექ­ტი ბო­ლომ­დე ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და.

671ff0a7-199a-4900-81fa-afdd70b64bdb-30220-1713594105.jpeg

ამ­რი­გად, გლ­და­ნი XX სა­უ­კუ­ნის 70-იანი წლე­ბი­დან ვი­თარ­დე­ბა. იქ მოხ­ვედ­რა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ად­რე­ულ წლებ­ში თბი­ლი­სის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი­დან იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ­ჟა­მად კი გლ­დან­ში, თბი­ლი­სის თით­ქმის ყვე­ლა უბ­ნი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი მოძ­რა­ობს. გლ­და­ნი სხვა ასე­თი მა­სი­ვე­ბი­დან იმი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ არის მეტ­რო­სად­გუ­რი - „ახ­მე­ტე­ლი,“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს თე­ატ­რი (1979 წელს და­არ­სდა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი, რო­მელ­საც 1987 წლის 14 იან­ვარს ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, სან­დრო ახ­მე­ტე­ლის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა), კი­ნო­თე­ატ­რი, ბან­კე­ბი, ორ ათე­ულ­ზე მეტი სა­ჯა­რო სკო­ლა, აშენ­და ეკ­ლე­სი­ე­ბიც. გლ­და­ნის და­სახ­ლე­ბა მზარ­დი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი სა­ქა­ლა­ქო-რა­ი­ო­ნუ­ლი ტი­პის პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლუ­რი და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კუ­თხით პერ­სპექ­ტი­ვა აქვს. ცოტა რამ ის­ტო­რი­ი­დან: XV სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ გლ­და­ნი კა­ხე­თის სა­მე­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და ყმა-მა­მუ­ლე­ბის ნა­წი­ლი კა­ხე­თის თა­ვა­დებს, ჯან­დი­ე­რის შვი­ლებს ეკუთ­ვნო­დათ, ხოლო ნა­წი­ლი სვე­ტი­ცხოვ­ლის მო­ნას­ტრის სა­კუთ­რე­ბა გახ­ლდათ.

გა­ზეთ "დრო­ე­ბა­ში" (1885 წ. №180 ), ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე და ის­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რი ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძე წერ­და: "თბი­ლი­სის ახლო-მახ­ლო სოფ­ლებ­ში გლ­და­ნი­სა და დიღ­მის­თა­ნა ნა­ყო­ფი­ე­რი და სარ­გებ­ლი­ა­ნი სოფ­ლე­ბი, მგო­ნი, არც ერთი არ უნდა იყოს. ეს ორი სო­ფე­ლი მარ­თლაც, ხომ სა­ნა­ქე­ბო­ნი არი­ან, რო­გორც ვე­ნა­ხე­ბით, ისე ჰა­ე­რით, ერ­ბო­თი და წყლით. გლ­და­ნის რე­გი­ო­ნი უძ­ვე­ლე­სი პე­რი­ო­დი­დან ყო­ფი­ლა და­სახ­ლე­ბუ­ლი. მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე მან ისე­თი­ვე ბედი გა­ი­ზი­ა­რა, რო­გორც თბი­ლის­მა და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ად­გი­ლებ­მა, რო­მელ­თა ის­ტო­რი­ი­დან იგი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ამო­ვარ­დნი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მრა­ვალ­ჯერ მტრი­სა­გან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ძა­ლას იკ­რებ­და, მტერს სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლას უმარ­თავ­და, ცხოვ­რე­ბა დრო­დად­რო ჩვე­ულ რიტ­მში დგე­ბო­და და ძვე­ლე­ბურ სი­დი­ა­დეს უბ­რუნ­დე­ბო­და.

გლ­და­ნის მი­და­მო­ებ­ში მრა­ვა­ლი ნა­სოფ­ლა­რია. არც ისე დიდი ხნის წი­ნათ და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი იყო ვე­ჯი­ნი, მამ­კო­და, მშრალ­ხე­ვი, ლე­ლუ­ბა­ნი. გა­ცი­ლე­ბით ძვე­ლი ნა­სოფ­ლა­რე­ბია - დიდ­მა­ნი­ა­ნი, პა­ტა­რა მა­ნი­ა­ნი, ზე­და­ვა­კე, ნა­ტუ­სე­ბი, სა­ყი­ნუ­ლე და სხვა. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გლ­და­ნის რე­გი­ო­ნი ხან კა­ხე­თის, ხან ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და. მე­მა­ტი­ა­ნე გლ­და­ნის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს თა­მა­რის მე­ფედ კურ­თხე­ვის დროს". გლ­დან­ში, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს სამი კლა­სი­სა­გან შემ­დგა­რი სკო­ლა და­არ­სდა, სა­დაც ის­წავ­ლე­ბო­და - ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი და საღ­მრთო რჯუ­ლი. ამ სას­წავ­ლებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო ქარ­თვე­ლი პე­და­გო­გი - გი­ორ­გი ფა­რა­დაშ­ვი­ლი... XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გლ­დან­ში 150 კომ­ლი ცხოვ­რობ­და, 1926 წლის მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რით, 288 კომ­ლი (1277 სული) ით­ვლე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გლ­და­ნი 1930 წლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ყო­ფით ავ­ჭა­ლის სა­სოფ­ლო საბ­ჭო­ში შე­დი­ო­და.

93defa43-e1d9-418b-a115-7491527f5749-30229-1713594115.jpeg

გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჯერ კი­დევ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომამ­დე, მწყობ­რში ჩად­გა რამ­დე­ნი­მე ქარ­ხა­ნა: 1934 წელს ამოქ­მედ­და ქარ­ხა­ნა "ცენ­ტრო­ლი­ტი," 1940 წელს - ავ­ჭა­ლის შამ­პა­ნუ­რის ქარ­ხა­ნა, 1941 წელს - ჩაის სა­წო­ნი ფაბ­რი­კა. 1954 წელს - კო­ნი­ა­კის ქარ­ხა­ნა, 1967 წელს - სა­ფუ­ა­რის ქარ­ხა­ნა, 1978 წელს - სამ­კერ­ვა­ლო ტრი­კო­ტა­ჟის ფაბ­რი­კა, 1984 წელს - ჩაის კომ­ბი­ნა­ტი "ბახ­მა­რო". დღეს­დღე­ო­ბით გლ­და­ნის რა­ი­ონს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა აქვს.

მუ­ხი­ა­ნი

გლ­და­ნის და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ, 1983 წელს შე­იქ­მნა ახა­ლი და­სახ­ლე­ბა მუ­ხი­ა­ნი. ამ­ჟა­მინ­დე­ლი მუ­ხი­ა­ნის ტე­რი­ტო­რია და­ფა­რუ­ლი იყო მუ­ხის ხე­ე­ბით. სწო­რედ აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს მისი სა­ხე­ლიც. 70-იან წლებ­ში მუ­ხის ტყე გა­ი­ჩე­ხა და და­ი­წყო ტე­რი­ტო­რი­ის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სდა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ტან­კო ნა­წი­ლი. შემ­დეგ გაჩ­ნდა და­სახ­ლე­ბაც. 80-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, და­არ­სდა ახა­ლი მიკ­რო-რა­ი­ო­ნე­ბი. გაჩ­ნდა დუმ­ბა­ძის, ნო­ნეშ­ვი­ლის პროს­პექ­ტე­ბი. აშენ­და რა­დიო ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. და­სახ­ლე­ბა­ში მოქ­მე­დებს ბან­კე­ბის ფი­ლი­ა­ლე­ბი, სა­ვაჭ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. აშენ­და ასე­ვე მეფე მი­რი­ა­ნის და ნანა დე­დოფ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ე­ბი. იხილეთ სრულად

myquiz