რატომ ამოწმებდა ჰიტლერი სტალინს ებრაულ წარმომავლობაზე ? - საიდუმლო მისიის დეტალები | Allnews.Ge

რატომ ამოწმებდა ჰიტლერი სტალინს ებრაულ წარმომავლობაზე ? - საიდუმლო მისიის დეტალები

დღეს ყველა თანხმდება, რომ ადოლფ ჰიტლერი საკმაოდ უცნაური ადამიანი იყო და ხშირად მის ქმედებებს ლოგიკური ახსნა არ ჰქონდა.

მას გარემოცვაც შესაფერისი ჰყავდა, ამიტომ "მესამე რაიხის" არცერთ მაღალჩინოსანს არ გაუპროტესტებია, როცა მათმა ლიდერმა სტალინის შესაძლო ებრაული წარმომავლობის შემოწმება გადაწყვიტა. პირიქით, მას ამ საქმეში მხარიც კი აუბეს. იდეის განხორციელება საკუთარ თავზე ნაციონალ-სოციალისტების ლიდერის, ერთ-ერთი უძველესი პარტიელის პირადმა ფოტოგრაფმა, ჰაინრიხ ჰოფმანმა აიღო.

2023053117015986669-1709273084.png

ჰიტლერი და ჰოფმანი

ახალგაზრდობაში ის ჰესენის დიდი ჰერცოგის, ერნსტ ლუდვიგის კარის ფოტოგრაფის, ჰუგო ტიელეს დამხმარე იყო, სწორედ ამ სტატუსით მოხვდა ის ნიკოლოზ II-სა და მისი მომავალი მეუღლის, რუსეთის უკანასკნელი იმპერატრიცას, ალექსანდრა თედორეს ასულის ქორწილზეც. მოგვიანებით საკუთარი სტუდია გახსნა, 1920-იანი წლების დასაწყისში კი ნაცისტების სამსახურშიც ჩადგა.

ჰიტლერი, რომელიც თავს შემოქმედებით ადამიანად თვლიდა, თავისი კარგი მეგობრის, ჰოფმანის მხატვრულ გემოვნებას სრულებით ენდობოდა. მოლოტოვსა და რიბენტროპს შორის ფარული მოლაპარაკებების დროს ჰოფმანი ამ უკანასკნელთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. მას პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დავალება ჰქონდა შესასრულებელი. კერძოდ კი, სტალინისთვის ახლო ხედით რაც შეიძლება მეტი ფოტო უნდა გადაეღო და თან განსაკუთრებული ყურადღება მისი ყურებისთვის მიექცია. ამ შემთხვევისთვის დაჩქარებული ტემპით სპეციალური ფოტოკამერაც კი შეიქმნა.

ჰოფმანმა დაკისრებულ დავალებას თავი ბრწყინვალედ გაართვა, შემდეგ კი ფიურერთან ერთად გამადიდებელი შუშით შეიარაღებული სტალინის გარეგნობას დიდი ხნის განმავლობაში დეტალურად სწავლობდა. მკვეთრად გამოხატული ყურის ბიბილოები არიულ სისხლზე მიუთითებდა, ნაკლებად გამოხატული კი - ებრაულ წარმომავლობაზე. მოკლედ, ჰიტლერი თავისი ღრმა მორალური კმაყოფილებით იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სტალინი ებრაელი არ იყო და რომ ის პატივისცემას ნამდვილად იმსახურებდა.

2023053116462686669-1709273346.png

ჰიტლერი სსრკ-ას ლიდერს საჯაროდ არაერთხელ დაჰპირდა რომ თუ კი ოდესმე ის გერმანელების ტყვეობაში აღმოჩნდებოდა სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, მეტიც, მისთვის ის "გერმანიაში საუკეთესო ციხე-სიმაგრის" ჩუქებასაც კი აპირებდა, სადაც მას ზამთრის გრძელი, სუსხიანი საღამოების გატარება შეეძლო.

აღმოსავლეთის ფრონტზე დიდი მარცხის სერიების შემდეგაც კი, ჰიტლერს საბჭოთა ლიდერის მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლია. 1944 წლის ზამთარში ფიურერმა სტალინზე ასეთი რამ თქვა: "ნებისმიერი სხვა ხალხი, 1941-1942 წლებში მიღებული გამანადგურებელი დარტყმების შემდეგ, უდავოდ გატეხილი იქნებოდა, ხოლო თუ ეს რუსეთს არ დაემართა, მაშინ რუსი ხალხი თავის გამარჯვებას მხოლოდ ამ კაცის რკინის სიმტკიცეს უნდა უმადლოდეს".

წყარო

myquiz