"გათხოვების მერე "ოქროს გალიაში"აღმოვჩნდი... ქმარმა კატეგორიულად მომთხოვა, კინოსთან გამომშვიდობება" - მსახიობის ერთადერთი ინტერვიუ "კვირის პალიტრის" არქივიდან: კოტრიკაძე მეუღლესა და შვილებზე | Allnews.Ge

"გათხოვების მერე "ოქროს გალიაში"აღმოვჩნდი... ქმარმა კატეგორიულად მომთხოვა, კინოსთან გამომშვიდობება" - მსახიობის ერთადერთი ინტერვიუ "კვირის პალიტრის" არქივიდან: კოტრიკაძე მეუღლესა და შვილებზე

პირ­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მზე­სა­ვით გა­მო­ა­ნა­თა - ჟღა­ლი თმით, ბავ­შვუ­რად გა­ბუ­ტუ­ლი ტუ­ჩე­ბით, ეშ­მა­კუ­რი გა­მო­ხედ­ვით და ჭორფლი­ა­ნი, ლა­მა­ზი სა­ხით. სულ სამ ფილმში გა­და­ი­ღეს. პირ­ვე­ლი სოსო ჩხა­ი­ძის "მე­თხუთ­მე­ტე ზა­ფხუ­ლი" გახ­ლდათ. მა­შინ ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძე 15 წლის იყო. დიდ­ხანს არ­ჩევ­და თურ­მე რე­ჟი­სო­რი მთა­ვარ როლ­ზე გო­გო­ნებს. პირ­ველ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ნახა 15 წლის ხა­თუ­ნა და არ­ჩე­ვა­ნიც მას­ზე შე­ა­ჩე­რა... ფილ­მის დას­რუ­ლე­ბის მერე კი უთხრა: იცო­დე, როცა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბი, არ და­ი­ვი­წყო, რომ მე აღ­მო­გა­ჩი­ნეო. მარ­თლაც, პირ­ველ ფილ­მს მა­ლე­ვე მოჰ­ყვა ლე­ი­ლა გორ­დე­ლა­ძის "მო­ი­ტა­ცეს თა­მარ ქალი", შემ­დეგ იყო ლე­ვან ხო­ტი­ვა­რის "მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი". ნორ­ჩი და კოხ­ტა ახალ­ბე­და მსა­ხი­ო­ბი ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ალექ­სან­დრე კოტ­რი­კა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი და ასე­ვე ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, სერ­გო კოტ­რი­კა­ძის ძმის­შვი­ლი გახ­ლდათ. თა­ვი­დან ბევ­რს ეგო­ნა, რომ ის ცნო­ბი­ლი მა­მის და ბი­ძის გამო მი­იწ­ვი­ეს კი­ნო­ში, მაგ­რამ ეს ასე არ იყო. ხა­თუ­ნას ლა­მაზ გა­რეგ­ნო­ბას­თან ერ­თად სა­ო­ცა­რი შარ­მი ჰქონ­და. ბევ­რი რე­ჟი­სო­რი იწ­ვევ­და ფილ­მებ­ში, თუმ­ცა 17 წლი­სა გა­თხოვ­და და სა­მუ­და­მოდ და­ემ­შვი­დო­ბა კი­ნოს.

მისი მე­უღ­ლე ასე­ვე ფეხ­ბურ­თე­ლი, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ცნო­ბი­ლი მე­კა­რე და­ვით გო­გია გახ­და. მე­უღ­ლის თხოვ­ნით ხა­თუ­ნამ უარი თქვა კი­ნო­კა­რი­ე­რა­ზე, ცალ­კეც აღარ­სად ჩნდე­ბო­და - წვე­უ­ლე­ბებ­ზე, თე­ატრსა თუ სხვა თავ­ყრი­ლო­ბა­ზე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ხე­დავ­დნენ. გა­ა­ჩი­ნა ვაჟი და შვი­ლის აღ­ზრდა­ში ჩა­ეფ­ლო. დედა მუ­დამ მის გვერ­დით იყო... როცა რე­ჟი­სო­რის თა­ნა­შემ­წე­ე­ბი ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რე­კავ­დნენ ხა­თუ­ნას­თან სახ­ლში, მათ დედა პა­სუ­ხობ­და: ხა­თუ­ნა უკვე დე­დაა და სხვა საქ­მე­ზე ვერ გა­და­ერ­თვე­ბაო... ყვე­ლა გრძნობ­და, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სი­ძის სურ­ვილს უფრო ამ­ჟღავ­ნებ­და, ვიდ­რე თა­ვი­სას... წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ხმა­უ­რი­ა­ნი ცხოვ­რე­ბი­დან უცებ გამ­ქრა­ლი ჟღალ­თმი­ა­ნი გო­გო­ნა კარ­ჩა­კე­ტილ, იდუ­მალ ქა­ლად გა­და­იქ­ცა...

გა­ვი­და დრო. როცა პუტ­ჩის­ტებ­მა ეროვ­ნუ­ლი მთავ­რო­ბა და­ამ­ხვეს და თბი­ლი­სი ნან­გრე­ვე­ბად აქ­ცი­ეს, ხა­თუ­ნა თბი­ლის­ში ვე­ღარ გა­ჩერ­და და სო­ფელ დი­ღომ­ში გა­და­სახ­ლდა. ყვა­ვი­ლე­ბის ბაღი მო­ა­შე­ნა, კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კაც მო­ი­წყო და ასე ატა­რებ­და მძი­მე 90-ია­ნებს...

ხა­თუ­ნა ჩემი თა­ო­ბის ფა­ვო­რი­ტი გოგო იყო. მახ­სოვს, მისი ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის დღი­დან ვბა­ძავ­დით: თმა­საც ხა­თუ­ნა­სა­ვით ვა­ტა­რებ­დით, "ჩოლ­კა" შე­ვი­ჭე­რით, ჭორფლსაც ვი­ხა­ტავ­დით სა­ხე­ზე... სულ მინ­დო­და მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა და როცა მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მო­ვი­პო­ვე და და­ვუ­რე­კე, გა­უკ­ვირ­და, აქ რო­გორ მო­მა­გე­ნი­თო... მერე ცოტა ხანს შე­ყოვ­ნდა და მი­თხრა, თუ გა­დავ­წყვი­ტე, თა­ვად შე­გეხ­მი­ა­ნე­ბი­თო. იმე­დი გა­და­მე­წუ­რა, რად­გან ვი­ცო­დი, არა­ვის იკა­რებ­და, თუმ­ცა... ორი კვი­რის შემ­დეგ და­მი­რე­კა: გა­დავ­ხე­დე "კვი­რის პა­ლიტ­რას", ობი­ექ­ტუ­რი და ზო­მი­ე­რი გა­ზე­თია, თქვე­ნი წე­რი­ლე­ბიც წა­ვი­კი­თხე და თა­ნახ­მა ვარ ინ­ტერ­ვი­უ­ზე, ოღონდ, დღემ­დე რაც მტკი­ვა, იმა­ზე უნდა მა­ლა­პა­რა­კო­თო... სი­ხა­რუ­ლით დავ­თან­ხმდი და დღე­ზეც შევ­თან­ხმდით, ოღონდ სა­ა­თი არ და­მი­კონ­კრე­ტე­ბია... მე და პა­პა­რა­ცი (ჩვე­ნი გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე) გა­ვე­მარ­თეთ სო­ფელ დიღ­მის­კენ...

როცა ხა­თუ­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში დავ­წე­რე კი­დეც, რომ ერ­თა­დერ­თს მე მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­მე­წე­რა-მეთ­ქი. იმ­დე­ნი კი­თხვა შე­მო­მი­ვი­და, გა­დავ­წყვი­ტე ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა, ინ­ტერ­ვიუ და ბევ­რი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც მა­შინ ვერ გა­ვი­და, გა­მეხ­სე­ნე­ბი­ნა. ინ­ტერ­ვიუ 2001 წლის აგ­ვის­ტო­ში ჩავ­წე­რე. ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძე მა­შინ 45 წლის გახ­ლდათ...- რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სათ­ქმე­ლი გქო­ნი­ათ... ვიცი, თქვე­ნი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი 1991-92 წლე­ბის ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც სა­ერ­თოდ გა­ე­რი­დეთ თბი­ლისს.

- მარ­თა­ლია. მე არ შე­მეძ­ლო ამ ქა­ლაქ­ში გა­ჩე­რე­ბა, სა­დაც ქარ­თვე­ლი ქარ­თველს ეს­რო­და. კი­დევ კარ­გი, რომ სო­ფელ დი­ღომ­ში ერთი და­უმ­თავ­რე­ბე­ლი სახ­ლი გვქონ­და, თო­რემ მოვ­კვდე­ბო­დი. დან­გრე­ულ თბი­ლის­ში გა­ჩე­რე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო...

- ოჯახ­ში არ გა­გი­წი­ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა?

- კი, მაგ­რამ მე ვა­ჯო­ბე. დე­და­ჩე­მიც გა­მომ­ყვა. მა­მა­ჩე­მი და ჩემი ქმარ-შვი­ლი პირ­ველ დღე­ებ­ში არც მა­კი­თხავ­დნენ, ფიქ­რობ­დნენ, რომ მე, მა­ნამ­დე ყვე­ლაფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ქალი ვერ გა­ვუძ­ლებ­დი ყო­ფით პრობ­ლე­მებს და მალე დავ­ბრუნ­დე­ბო­დი შინ, მაგ­რამ ერთი კვი­რა რომ გა­ვი­და, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, მო­ე­ხე­დათ ჩვენ­თვის. ისე­თი სა­ში­ნე­ლი იყო 1993 წლის ზამ­თა­რი, გახ­სე­ნე­ბა დღე­საც მზა­რავს. დიღ­მე­ლებ­მა მი­თხრეს, არა­სო­დეს მომ­ხდა­რა, რომ ლეღ­ვის ხე მოყი­ნუ­ლი­ყოო, იმ ზამ­თარს კი მო­ი­ყი­ნა. იცით, რო­გორ მი­ჭირ­და? იმ­დე­ნად ელ­და­ნა­ცე­მი ვი­ყა­ვი, რომ ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობ­დი, ვერ ვი­ძი­ნებ­დი, სულ ვფო­რი­ა­ქობ­დი... არ და­მა­ვი­წყდე­ბა 1993 წლის 2 თე­ბერ­ვა­ლი, როცა მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ნიღ­ბოს­ნებ­მა ცირკთან სრო­ლა აუ­ტე­ხეს. იქ მე და დე­დაც ვი­ყა­ვით. მა­შინ მთხო­ვა დე­დამ: თუ ჩემი ხათ­რი გაქვს, აქე­დან წა­მიყ­ვა­ნეო. შე­მე­ცო­და და გა­მო­ვა­შო­რე იქა­უ­რო­ბას. იხილეთ სრულად

myquiz