როგორ შეუყვარდა 15 წლის მაკრონს 25 წლით უფროსი დრამის მასწავლებელი: პრეზიდენტის "ლავ სთორის" უცნობი დეტალები ბრიჯიტისგან | Allnews.Ge

როგორ შეუყვარდა 15 წლის მაკრონს 25 წლით უფროსი დრამის მასწავლებელი: პრეზიდენტის "ლავ სთორის" უცნობი დეტალები ბრიჯიტისგან

"ათი წელი ვე­ლო­დი ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას" - ამ­ბობს ბრი­ჯი­ტი, საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი ლედი ჟურ­ნალ Time-ის­თვის მი­ცე­მულ იმ იშ­ვი­ათ ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­დაც პი­რად­ზე სა­უბ­რობს.

საფ­რან­გე­თის 70 წლის პირ­ველ­მა ლე­დიმ თქვა, რომ მან მე­უღ­ლეს­თან, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ 45 წლის ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან ქორ­წი­ლი ათი წლით გა­და­დო, ეს კი სამი შვი­ლის გუ­ლის­თვის გა­ა­კე­თა, რომ­ლე­ბიც მისი (მაკ­რო­ნის) ასა­კის არი­ან.

მაკ­რო­ნი 15 წლის იყო, რო­დე­საც მას­ზე 25 წლით უფ­რო­სი ბრი­ჯიტ ოზი­ე­რი შე­უყ­ვარ­და. ქალი იყო მისი დრა­მის მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ვი­დენ­სის კა­თო­ლი­კურ სკო­ლა­ში ამი­ენ­ში, ჩრდი­ლო­ეთ საფ­რან­გეთ­ში, ხოლო მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ლო­რენ­სი მაკ­რო­ნის კლა­სე­ლი იყო.

640-0-6557a14ac9a07-43586-1700381313.jpg

მათ­მა რო­მან­მა პრო­ვინ­ცი­ა­ში სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია. ამის შემ­დეგ მშობ­ლებ­მა მაკ­რო­ნი გაგ­ზავ­ნეს პა­რიზ­ში სხვა სკო­ლა­ში სას­წავ­ლებ­ლად, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელ­თან ყოფ­ნის სურ­ვი­ლი და მისი გრძნო­ბე­ბი უც­ვლე­ლი დარ­ჩა.

ბრი­ჯიტ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ იმ დროს სა­კუ­თარ თავს ეუბ­ნე­ბო­და, რომ ერთხე­ლაც ემა­ნუ­ე­ლი პა­რიზ­ში თა­ვი­სი ასა­კის ქალს შე­იყ­ვა­რებ­და, მაგ­რამ ეს ასე არ მოხ­და.

ბრი­ჯიტ­მა სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვა, რად­გან ფიქ­რობ­და, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის "ერ­თა­დერ­თი დაბ­რკო­ლე­ბა" მისი შვი­ლე­ბი იყ­ვნენ. ქალს არ სურ­და "მათი ცხოვ­რე­ბის დან­გრე­ვა".

ucninbmkofsmml4oiurcnf6t6a-1700381332.png

ბრი­ჯი­ტის ვაჟი მაკ­რონ­ზე სამი წლით უფ­რო­სია, მისი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი კი 46 და 39 წლი­სე­ბი.

ქალ­მა ინ­ტერ­ვი­უს დროს იმა­ზეც ისა­უბ­რა, რომ არ იცო­და, რას იტყოდ­ნენ მისი მშობ­ლე­ბი ყო­ფილ მოს­წავ­ლეს­თან ქორ­წი­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი და-ძმე­ბი ხში­რად ხუმ­რობ­დნენ მაკ­რონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ჭო­რებ­ზე.

იგი სა­ბო­ლო­ოდ და­ქორ­წინ­და მაკ­რონ­ზე, იმ დრო­ის­თვის 30 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი მაკ­რო­ნი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე იყო. იხილეთ სრულად

myquiz