91 წლის ბრაზილიელი მსახიობის ფორმაში ყოფნის საიდუმლო: როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი "ბიძია ალი"? | Allnews.Ge

91 წლის ბრაზილიელი მსახიობის ფორმაში ყოფნის საიდუმლო: როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი "ბიძია ალი"?

ბრა­ზი­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი სტე­ნიო გარ­სია სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია სა­მარ­თლი­ა­ნი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ბი­ძია ალის რო­ლით, სე­რი­ა­ლი­დან „კლო­ნი“. რო­დე­საც მა­რო­კო­ში გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში გახ­და მსა­ხი­ო­ბი 68 წლის. ახლა 91 წლი­საა, სე­რი­ა­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დიდ ნა­წილს, შე­იძ­ლე­ბა მსა­ხი­ო­ბი გარ­დაც­ვლი­ლიც გე­გო­ნოთ, მაგ­რამ „ბი­ძია ალი“ ცო­ცხა­ლია, თა­ვი­სი ასა­კის­თვის იდე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და ახალ­გაზ­რდა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შე­სა­ნიშ­ნა­ვად ატა­რებს სი­ბე­რეს.

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი

3-42-1536x864-1-768x432-42349-1685787793.jpg

სტე­ნიო გარ­სია 1932 წლის 28 აპ­რილს სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ბრა­ზი­ლი­ა­ში ლი­ბა­ნე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ჯერ კი­დევ ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან უნ­დო­და, რომ თა­ვის ცხოვ­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას­თან და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა, კერ­ძოდ კი თე­ატრთან. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­ა­ბა­რა და პირ­ვე­ლი როლი 26 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო, სპექ­ტაკლში „მა­რი­ამ სტი­უ­არ­ტი“.

ორი წლის შემ­დეგ, სტე­ნი­ოს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დე­ბი­უ­ტი შედ­გა. მსა­ხი­ო­ბის პირ­ვე­ლი როლი სე­რი­ალ­ში "გზის მცვე­ლე­ბი" ითა­მა­შა. სა­ხა­სი­ა­თო გა­რეგ­ნო­ბის ახალ­გაზ­რდა მალე ბრა­ზი­ლი­ელ­მა რე­ჟი­სო­რებ­მა შე­ნიშ­ნეს და არა­ერთ ფილ­მსა თუ სე­რი­ალ­ში გა­და­ი­ღეს. თუმ­ცა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით პო­პუ­ლა­რო­ბა „კლო­ნის“ გა­მოს­ვლის შემ­დეგ მო­ვი­და. მისი პერ­სო­ნა­ჟის გა­მო­ჩე­ნას პირ­ველ სე­რი­ა­ში მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი ემო­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. მი­უ­ხე­და­ვად პერ­სო­ნა­ჟის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბი­სა, ყვე­ლა ერ­თხმად აღი­ა­რებს, რომ გარ­სი­ას სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის წყა­ლო­ბით „ბი­ძია ალი“ ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ გმი­რად იქცა.

screenshot-1-42399-1685787805.jpg

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და მსგავ­სე­ბა პერ­სო­ნაჟ­თან

სხვა­თა შო­რის, ცხოვ­რე­ბა­ში სტე­ნიო ძა­ლი­ან ჰგავს სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სე­რი­ალ­ში სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, ძია ალის ხუთი ცოლი ჰყავს.

სტე­ნიო გარ­სია პირ­ვე­ლად 1958 წელს და­ქორ­წინ­და მსა­ხი­ობ კლე­ი­და ია­კო­ნის­ზე. მათი ქორ­წი­ნე­ბა 1969 წლამ­დე გაგ­რძელ­და. მე­ო­რედ მსა­ხი­ობ­მა ასე­ვე მსა­ხი­ობ­ზე, კლა­რის პი­ო­ვე­სან­ზე იქორ­წი­ნა. წყვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, რომ­ლებ­საც კა­სია და გაია და­არ­ქვეს. თუმ­ცა, ეს ქორ­წი­ნე­ბაც და­ინ­გრა. მე­სა­მე და მე­ო­თხე ცო­ლებ­თან მსა­ხი­ობ­მა ცოტა ხანი გა­ა­ტა­რა.

მე­ხუ­თედ და ცხოვ­რე­ბა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, უკა­ნას­კნე­ლად მე­რი­ლენ სა­ად­ზე იქორ­წი­ნა. მე­უღ­ლე სტე­ნიო გარ­სი­ა­ზე 36 წლით უმ­ცრო­სია. მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბი­სას 77 წლის იყო, მე­უღ­ლე კი 41 წლისაა. იხილეთ სრულად

myquiz