დემნა მსოფლიოს ისევ აოცებს - რა ღირს Balenciaga-ს დრეკადი შარფები, რომლებიც განხილვის საგანი გახდა | Allnews.Ge

დემნა მსოფლიოს ისევ აოცებს - რა ღირს Balenciaga-ს დრეკადი შარფები, რომლებიც განხილვის საგანი გახდა

მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერი დემნა გავსალია მსოფლიოს ისევ აოცებს. დასვრილი ფეხსაცმელების, კროქსების, ნაგვის პარკის ფორმის ჩანთებისა და "ჩაკეცილი" ფეხსაცმელების შემდეგ დემნა საზოგადოებას მორიგი უცნაური სიახლით ბრუნდება.

Balenciaga-ს ვებგვერდზე ძალიან უცნაური ფორმის შარფების ფოტოებია გავრცელებული. WIRE SCARF - ასე ჰქვია Balenciaga-ს ახალ პროდუქტს, რომელიც ვარდისფერი და მწვენე ფერებითაა წარმოდგენილი.

main10-1682236482.webp

medium-7447414d1b57200-h-1682236499.jpg

როგორც საიტზე ვკითხულობთ შარფები დრეკადია და მათთვის ფორმის მიცემა მარტივად არის შესაძლებელი.

შთამბეჭდავია შარფების ფასიც. ვეგბერდზე განთავსებული ინფორმაციით, ისინი არც მეტი, არც ნაკლები 1 700 € ღირს, რაც დაახლოებით 4 700 ლარს აღემატება.

11-1682236595.png

ასევე დაგაინტერესებთ: დემნა მსოფლიოს ისევ აოცებს - რა ღირს "ბალენსიაგას" მიერ შექმნილი ჯინსის შარვალი?

myquiz