მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოვლინდა - რომელ ადგილზეა საქართველო? | Allnews.Ge

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოვლინდა - რომელ ადგილზეა საქართველო?

მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბის ინ­დექ­სის ახა­ლი ან­გა­რი­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ქვეყ­ნე­ბის სიის სა­თა­ვე­ში კვლავ ფი­ნე­თია. უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია ფი­ნე­თი არ თმობს რე­ი­ტინ­გში პირ­ვე­ლო­ბას.

ბედ­ნი­ე­რი ქვეყ­ნე­ბის ათე­ულ­ში წამ­ყვან პო­ზი­ცი­ას იკა­ვე­ბენ ასე­ვე და­ნია, ის­ლან­დია, შვე­დე­თი და ნორ­ვე­გია.

სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა, მშპ ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა, კო­რუფ­ცი­ის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სა­დაც ხალ­ხი ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუ­ნავს და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა - სწო­რედ ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ად­გი­ნეს რე­ი­ტინ­გი.

ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც გა­ე­როს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ქსე­ლის მიერ არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი, გლო­ბა­ლუ­რი გა­მო­კი­თხვის მო­ნა­ცე­მებს ეყ­რდნო­ბა. ქვეყ­ნე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბის ინ­დექ­სი ბოლო სამი წლის ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლო შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დგინ­დე­ბა.

ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ქვეყ­ნე­ბის ათეული ასე­თია:

1. ფი­ნე­თი

2. და­ნია

3. ის­ლან­დია

4. ის­რა­ე­ლი

5. ნი­დერ­ლან­დე­ბი

6. შვე­დე­თი

7. ნორ­ვე­გია

8. შვე­ი­ცა­რია

9. ლუქ­სემ­ბურ­გი

10. ახა­ლი ზე­ლან­დია

სიის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან ზიმ­ბაბ­ვე­ში (145-ე ად­გი­ლი) და ავ­ღა­ნეთ­ში (146).

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის და ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ორი­ვე ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­ი­ზარ­და თა­ვი­ან­თი მთავ­რო­ბი­სად­მი რწმე­ნა, თუმ­ცა უფრო მე­ტად უკ­რა­ი­ნა­ში, ვიდ­რე რუ­სეთ­ში. წლე­ვან­დელ სი­ა­ში, რუ­სე­თი 70-ე, უკ­რა­ი­ნა კი 92-ე ად­გილ­ზეა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ბედ­ნი­ე­რე­ბის ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით 90-ე ად­გილს იკა­ვებს, ის ლა­ოს­სა და გვი­ნე­ას შო­რი­საა.

myquiz