როგორ მივიღოთ Green Card და აშშ-ის მოქალაქეობა? -იხილეთ სასარგებლო რჩევები | Allnews.Ge

როგორ მივიღოთ Green Card და აშშ-ის მოქალაქეობა? -იხილეთ სასარგებლო რჩევები

ბევრს სურს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება სწავლისთვის ან მუშაობისათვის, ან თუნდაც დასარჩენად. ამ სტატიაში მე ვისაუბრებ \"მწვანე ბარათის\" – (მოქალაქეობის პირველი ეტაპის) მიღების ლეგალურ მეთოდებზე.

საფეხურები:

ბიზნესმენის ვიზა

მისი მიღება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში თუ აპირებთ საკუთარი ბიზნესის გაფართოებას, ამერიკის ტერიტორიაზე ფილიალის გახსნის საშუალებით. ვიზის მოქმედების ვადაა 1 წელი, გახანგრძლივების შესაძლებლობა 3 წელი. შემდეგ თქვენ გაქვთ უფლება განცხადება შეიტანოთ სხვა სახის ვიზის მიღებაზე.

atc-31-may-atc-1679295711.png

Green Card–ის ლატარეა

ეს ლატარეა ტარდება ყოველ წელს, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. ლატარეა სრულიად უფასოა. განაცხადის შეტანა შესაძლებელია აშშ–ს სახდეპარტამენტის სამსახურის საიტზე. ანკეტაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ყველა თქვენი მონაცემი. ლატარეაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ 18 წელს ზემოთ მყოფ პირებს.

მაშინ როცა მოგივათ ცნობა ლატარეაში გამარჯვების შესახებ, რაც შეიძლება ჩქარა შეაგროვეთ ყველა საჭირო დოკუმენტი და გააგზავნეთ ისინი განცხადებაში მითითებულ მისამართზე. რჩევა: რაც უფრო ჩქარა გაგზავნით დოკუმენტებს, Green Card–ის მიღების უფრო მეტი შანსი გაქვთ იმიტომ, რომ ბევრი დაგვიანებით აგზავნის და თან დოკუმენტების არასრულ შემადგენლობას.

ინვესტორის ვიზა

ამისათვის თქვენ უნდა ჩადოთ ინვესტიცია 0,5-1 მილიონი დოლარის ოდენობით. შემდეგ მიაწოდოთ 3 წლის საფინანსო დეკლარაცია, საიდანაც გამოჩნდება თქვენი მაღალი ფინანსური და მატერიალური მდგომარეობა, ასევე ის, რომ არ შეგქმნიათ პრობლემა გადასახადების გადახდასთან.

green-card-1140x684-1679295877.jpg

ვიზა K–1

ეგრეთწოდებული პატარძლის ვიზა. საჭიროა სიძე–დედოფლის პირადი ცნობა. იმისათვის, რომ მიიღოთ ვიზა საჭიროა ბევრი მტკიცებულება, მაგალითად: ფოტო სურათები, ჩეკები რესტორნებიდან და ა.შ. მაშინ როცა მიიღებთ ვიზას, თქვენ გექნებათ ამერიკაში 2 წლის ვადით ცხოვრების უფლება, შემდეგ ვალდებული იქნებით იქორწინოთ. ქორწინების შემდეგ მოგიწევთ დროთა განმავლობაში დამტკიცება, რომ თქვენი კავშირი არ არის ფიქტიური. არის ამერიკაში მოხვედრის კიდევ ერთი მეთოდი – ცოლის ვიზის (K–3)–ის მიღება. ასეთი ვიზის მიღების მთავარი პირობაა ამერიკის მოქალაქესთან ქორწინება საქართველოს ტერიტორიაზე.

დევნილის სტატუსი

დევნილის სტატუსით ამერიკის აშშ–ს ტერიტორიაზე სარგებლობს ის პიროვნება, რომელიც იდევნება საკუთარი ქვეყნის ტეროტორიაზე არა დანაშაულისათვის სამართლის, არამედ სხვა მოტივით, ან დაადასტურებს იმ საშიშროებას, რომელიც მას ემუქრება. საჭიროა იმ საბუთების მიწოდება, რომლებიც დაადასტურებს თქვენი უფლებების დარღვევას საქართველოში. დევნილის სტატუსზე განცხადების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ აშშ–ს ტერიტორიაზე ყოფნისას, მაგრამ როგორ უნდა მოხვდეთ იქ ? – შეგიძლიათ გამოიყენოთ ტურისტული კომპანიების შემოთავაზებები. იხილეთ სრულად

myquiz