"განა არ შემეძლო, უკეთეს პირობებში მეცხოვრა და ივანიშვილის სტიპენდიატი გავმხდარიყავი?" - რამ გადააწყვეტინა ვახტანგ ფანჩულიძეს პოლიტიკაში მოსვლა | Allnews.Ge

"განა არ შემეძლო, უკეთეს პირობებში მეცხოვრა და ივანიშვილის სტიპენდიატი გავმხდარიყავი?" - რამ გადააწყვეტინა ვახტანგ ფანჩულიძეს პოლიტიკაში მოსვლა

ვახ­ტანგ ფან­ჩუ­ლი­ძე (ბურ­ნუ­თა - კი­ნო­ფილ­მი­დან "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა") ახალ­გაზ­რდო­ბი­სას ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად იფიქ­რებ­და, რომ გა­ვი­დო­და წლე­ბი და ან მუშ­თა­იდ­ში კა­რუ­სე­ლე­ბის ოპე­რა­ტო­რად იმუ­შა­ვებ­და, ან პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი გახ­დე­ბო­და და ქვეყ­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად პარ­ტი­ის შექ­მნას გა­და­წყვეტ­და.

- ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ­მა აუ­ტა­ნელ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ. ვხე­დავ, რომ ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გი არა­ფე­რი ხდე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ო­დის გა­მოკ­ლე­ბით, რად­გან მაგ დროს გა­ცი­ლე­ბით უკეთ ცხოვ­რობ­და ხალ­ხი - ფა­სე­ბი იყო და­ბა­ლი, თო­რემ არც მა­შინ ყვა­ო­და ყვე­ლა­ფე­რი. მა­გა­ლი­თად, მე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ვი­ყა­ვი და ერთ ლარს ვი­ღებ­დი დღე­ში... ზოგს უკ­ვირს, მსა­ხი­ობ კაცს პო­ლი­ტი­კა­ში რა გინ­დაო?!. მე ქრის­ტი­ა­ნი ვარ და მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი. მინ­და ჩემი ხალ­ხი კარ­გად ცხოვ­რობ­დეს. განა არ შე­მეძ­ლო, უკე­თეს პი­რო­ბებ­ში მე­ცხოვ­რა და ივა­ნიშ­ვი­ლის სტი­პენ­დი­ა­ტი გავმხდა­რი­ყა­ვი? თა­ვის დრო­ზე შე­მომ­თა­ვა­ზეს კი­დეც, მაგ­რამ უარი ვთქვი, რაც ბევ­რს გა­უკ­ვირ­და.

mayvala-da-burnuta-w-h-1679212705.jpeg

- რა­ტომ თქვით უარი?

- მე რომ კარ­გად ვი­ცხოვ­რებ­დე, ყო­ველ­დღე ვი­ქე­ი­ფებ­დი მე­გობ­რებ­თან ერ­თად და ჰა­რი­ჰა­რა­ლე მექ­ნე­ბო­და, ამ დროს კი ჩემი მე­ზო­ბე­ლი მში­ე­რი იქ­ნე­ბო­და, თავს მშვი­დად ვერ ვიგ­რძნობ­დი. მინ­და, ყვე­ლამ ბედ­ნი­ე­რად ვი­ცხოვ­როთ. ამი­ტო­მაც ვე­უბ­ნე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას, ჩვენც მოგ­ვი­წყვეთ ისე­თი ცხოვ­რე­ბა, რო­გო­რიც თქვენს 800 000 მომ­ხრეს აქვს და უკ­მა­ყო­ფი­ლო აღა­რა­ვინ იქ­ნე­ბა. სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში მხო­ლოდ თა­ვი­ან­თი მომ­ხრე­ე­ბი ჰყავთ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, ხელ­ფა­სე­ბი იწყე­ბა 2.500 ლა­რი­დან, პრე­მი­ე­ბი და და­ნა­მა­ტე­ბი - ცალ­კე. ერ­თა­დერ­თი კარ­გი საქ­მე, რაც ივა­ნიშ­ვილს გა­უ­კე­თე­ბია, სწო­რედ ის არის, რომ მის მომ­ხრე­ებს ასე­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა აქვთ - ისი­ნიც ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნებ­საც ხომ გვინ­და ცხოვ­რე­ბა?! რაკი ოპო­ზი­ცი­ა­ში ვარ და არ ვე­თან­ხმე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც აშ­კა­რად რუ­სე­თის­კენ მი­ათ­რევს სა­ქარ­თვე­ლოს; რაკი არ ვემ­ხრო­ბი იმას, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გა­ყი­ნა, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბევ­რად უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბო­და; რაკი არ ვე­თან­ხმე­ბი იმას, რომ მხო­ლოდ მომ­ხრე­ებს ასაქ­მებ და სხვე­ბი არ გა­ინ­ტე­რე­სებს (სხვა­თა შო­რის, ასე­ვე იქ­ცე­ო­და სა­ა­კაშ­ვი­ლიც), ცუ­დად უნდა ვიყო?.. ააყ­ვა­ვე ბიზ­ნეს­გა­რე­მო, და­მა­საქ­მე და მეც გა­და­მი­ხა­დე იმ­დე­ნი, რომ თავი ადა­მი­ა­ნად ვიგ­რძნო. უზ­რუნ­ველ­ყონ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის დონე, მშვი­დო­ბი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა, და­ცუ­ლო­ბა ბარ­ბა­რო­სე­ბის­გან, ანუ რუ­სე­ბის­გან და აღარ იქ­ნე­ბა ხალ­ხში ამ­ხე­ლა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ნატო იმი­ტომ მინ­და, რომ ის არის ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს მშვი­დო­ბა თა­ვი­სი წევ­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის. ევ­რო­კავ­ში­რი მინ­და იმი­ტომ, რომ ვი­მუ­შაო და ავი­ღო შე­სა­ბა­მი­სი ხელ­ფა­სი, მა­გა­ლი­თად, 1.300 ევრო; კი­დევ იმი­ტომ, რომ მეც მქონ­დეს სი­ტყვის ისე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­გო­რიც ევ­რო­პა­შია, ოღონდ ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რი­სა და ცენ­ზუ­რის ფარ­გლებ­ში. და რაკი ამ ყვე­ლა­ფერს ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, 2 ვა­დით ხომ იყ­ვნენ უკვე, გა­დად­გნენ და სხვას მის­ცენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბიც" იყ­ვნენ 2 ვა­დით და დათ­მეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. დე­მოკ­რა­ტია თუ გვინ­და, ახლა ისი­ნიც უნდა მო­ვიდ­ნენ, ვინც სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

- ალ­ბათ თქვენს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას "ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი" გუ­ლის­ხმობთ. რო­გორც ვიცი, სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მაც და­წე­რი­ლი გაქვთ.

- დიახ, მყავს მომ­ხრე­ე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა და მაქვს პროგ­რა­მაც. პირ­ველ რიგ­ში, ნე­ბის­მი­ერ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე უნდა გა­აც­ნოს ხალ­ხს თა­ვი­სი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, დღეს სი­ღა­ტა­კის ჭა­ობ­ში რომ არი­ან და იმ ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რად დაშ­ლილ ქვე­ყა­ნა­ზე, სა­დაც ყვე­ლა ემ­სა­ხუ­რე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვალ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მი­ნი­მუმ მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი შე­მო­მი­ერ­თდე­ბა. წაიკითხეთ სრულად

myquiz