"ხელფასი აქვს ნებისმიერს, ვინც უკრაინის არმიასთან კონტრაქტს აფორმებს, მაგრამ ეს ისეთი ხელფასი არ არის, ტყვიისთვის შუბლის შეშვერად რომ ღირდეს" - ქართველი მებრძოლის ინტერვიუ ფრონტის ხაზიდან | Allnews.Ge

"ხელფასი აქვს ნებისმიერს, ვინც უკრაინის არმიასთან კონტრაქტს აფორმებს, მაგრამ ეს ისეთი ხელფასი არ არის, ტყვიისთვის შუბლის შეშვერად რომ ღირდეს" - ქართველი მებრძოლის ინტერვიუ ფრონტის ხაზიდან

"ომში მყო­ფი კაცი, ყო­ველ­დღე სიკ­ვდილს უყუ­რებს თვა­ლებ­ში... ბრძო­ლის ველ­ზე სიკ­ვდი­ლი პა­ტი­ვია, ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ იდე­ის­თვის მოვ­კვდე­ბი, ნურც თქვენ შე­გე­ცო­დე­ბით, უბ­რა­ლოდ, ია­მა­ყეთ ჩვე­ნით“, - ეს უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლის, ნა­დიმ ხმა­ლა­ძის სი­ტყვე­ბია. ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდო­ბი­სას მე­ამ­ბო­ხე იყო და საბ­ჭო­თა ჯარ­ში პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად არ იმ­სა­ხუ­რა. საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 90-იან წლებ­ში შე­ი­ძი­ნა. მისი თქმით, 12 წელი გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ სა­წარ­მო­ში იმუ­შა­ვა, სამ­ხედ­რო წვრთნე­ბიც გა­ი­ა­რა და სნა­ი­პე­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით გა­უხ­მა­უ­რე­ბელ ოპე­რა­ცი­ებ­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი არ სურს, მაგ­რამ მზად არის, უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლის მო­ტი­ვებ­სა და მიზ­ნებ­ზე ყვე­ლა­ფე­რი გუ­ლახ­დი­ლად გვი­ამ­ბოს.

ნა­დიმ ხმა­ლა­ძე:

- უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბამ­დე ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ძალა ერ­თო­ბა­შია“ წევ­რი ვი­ყა­ვი. ჩემი დილა, 6 სა­ა­თი­დან იწყე­ბო­და. წლის 365 დღი­დან 300 დღე პატ­რუ­ლი­რე­ბა­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. დღე­ე­ბის, ზოგ­ჯერ კვი­რე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ვა­თე­ნებ­დი და ვა­ღა­მებ­დი. ამა­სო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ბოღ­მა და­მიგ­როვ­და. გულ­ზე ვსკდე­ბო­დი, რო­დე­საც ჩემი ქვეყ­ნის ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უფ­ლე­ბა­აყ­რი­ლებს და და­ში­ნე­ბუ­ლებს ვხე­დავ­დი. იმის უფ­ლე­ბაც კი არ ჰქონ­დათ, რომ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ახ­ლოს მი­სუ­ლიყ­ვნენ - 10, 15 მეტ­რის მო­შო­რე­ბით უნდა მდგა­რიყ­ვნენ. ვერც თა­ვად მი­დოდ­ნენ და არც ჩვენ გვიშ­ვებ­დნენ. ვე­უბ­ნე­ბო­დით, - ეს 10, 15 მეტ­რი ხომ ჩვე­ნი კონ­ტრო­ლის ქვეშ არის, რა­ტომ არ გვიშ­ვებთ-მეთ­ქი. სუს - ი და ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია, ჩვენ დაგ­ვდევ­და, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ორ­კე­ბი, ზედ გამ­ყოფ სა­ზღვარ­თან იყ­ვნენ მომ­დგრე­ბი და "ნაგ­ლად" გვი­ყუ­რებ­დნენ.

nadim1-40110-1674805767.jpg

რო­დე­საც ჩვენს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მო­დი­ოდ­ნენ და ხნუ­ლებს ავ­ლებ­დნენ, ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩვენ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, დამ­შვიდ­დით, სი­ტუ­ა­ცი­ას ნუ გა­ვამ­წვა­ვებ­თო. ასეთ დროს უსუს­რო­ბის გან­ცდა მა­გი­ჟებ­და. ის ნა­ძირ­ლე­ბი, ჩემს მი­წა­ზე მო­ხო­ხავ­დნენ და მე ხმის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. გუ­ლახ­დი­ლად გე­ტყვით, აი, ამ ჯავ­რის ამო­საყ­რე­ლად წა­ვე­დი უკ­რა­ი­ნა­ში.

მე და ჩემი ბი­ჭე­ბი 28 თე­ბერ­ვალს უკვე აე­რო­პორ­ტში ვი­ყა­ვით. ჩვენ­თვის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში რომ არ დას­ვეს, მა­შინ­ვე ჩემ მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯე­ქი, ექვს კაც­თან ერ­თად და ბა­თუმ­ში წა­ვე­დი. სარ­ფის გავ­ლით დავ­ტო­ვე სა­ქარ­თვე­ლო. ჯერ ტრაპ­ზონ­ში ჩა­ვე­დით, მერე სტამ­ბოლ­ში, ბუ­და­პეშ­ტი და პო­ლო­ნე­თიც გა­ვი­ა­რეთ... მოკ­ლედ "ჯა­რის­კა­ცის მა­მი­სა" არ იყოს, ყვე­ლა ტრან­სპორ­ტით ვი­ა­რეთ, მან­ქა­ნით, მა­ტა­რებ­ლით, ცხე­ნით, ფე­ხით და 4 მარტს უკვე ლვოვ­ში ვი­ყა­ვით.

- რა დაგ­ხვდათ უკ­რა­ი­ნა­ში?

- სრუ­ლი კოშ­მა­რი. გა­მო­გი­ტყდე­ბით, კი­ევ­ში რომ შე­ვე­დი, შე­მე­შინ­და. ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (ბიზ­ნე­სი მქონ­და), ხში­რად მი­წევ­და იქ ჩას­ვლა. სი­ცო­ცხლით სავ­სე კი­ე­ვი მახ­სოვ­და და გა­უ­კაც­რი­ე­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი დამ­ხვდა. ქუ­ჩე­ბი, სა­დაც 4-5-სა­ა­თი­ა­ნი სა­ცო­ბე­ბი მახ­სოვ­და, ახლა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან სრუ­ლი­ად დაც­ლი­ლი იყო, მხო­ლოდ ბლოკ-პოს­ტე­ბი, რკი­ნის ბა­რი­ე­რე­ბი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ხალ­ხი ჩან­და. ასე­თი კად­რე­ბი მხო­ლოდ სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მებ­ში მქონ­და ნა­ნა­ხი. ერთ-ერთ და­სავ­ლურ ბა­ზა­ზე მოვ­ხვდი. ნა­ტოს სტან­დარ­ტე­ბით გა­ვი­ა­რეთ წვრთნა, რის მე­რეც შეგ­ვა­ი­ა­რა­ღეს. პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკის ინი­ცი­ა­ტი­ვით შექ­მნილ სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ლე­გი­ონ­ში მოვ­ხვდი. ამ ლე­გი­ონ­ში 20 სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან იყ­ვნენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, მე­თა­უ­რი კი ქარ­თვე­ლი იყო. მის სა­ხელს ვერ ვი­ტყვი, არ მაქვს ამის უფ­ლე­ბა.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვთქვა, რომ ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი აქვს ამ ომში ქარ­თვე­ლებს. მარ­ტო მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილს ათას სა­მას­ზე მეტი კაცი ჰყავს ლე­გი­ონ­ში. (სხვა­თა შო­რის, მეც იქ ვიქ­ნე­ბო­დი, რომ არა სა­ერ­თა­შო­რი­სო ლე­გი­ო­ნი). ასე­ვე არი­ან "ქარ­თვე­ლი პარ­ტი­ზა­ნე­ბი", "კავ­კა­სი­უ­რი ლე­გი­ო­ნი" და ა.შ. ამ ომში უცხო­ელ მე­ომ­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი ქარ­თვე­ლია.

- ამას რით ახ­სნით?

- იმით, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია. ქარ­თვე­ლებს მტრის ჯავ­რი გვახ­რჩობს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი არა­ფერს აკე­თებს. იმა­ზე არა­ფერს ვი­ტყვი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თავ­დაც­ვას რომ არ აძ­ლი­ე­რებს, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით აკე­თებს რა­მეს?! მე მრჩე­ბა გან­ცდა, რომ არა! უფრო მე­ტიც, მგო­ნია, ხალ­ხის რომ არ ეში­ნო­დეს, მთლი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ჩა­ა­ბა­რებ­და რუ­სეთს. მებ­რძო­ლი სუ­ლის ადა­მი­ანს რა გა­ა­ჩე­რებს შინ, რო­დე­საც იცის, რომ მისი მტე­რი მის მე­გო­ბარს ეს­ხმის თავს?! იხილეთ სრულად

myquiz