ედუარდ შევარდნაძე: საბჭოთა ფუნქციონერიდან მსოფლიო ლიდერამდე | Allnews.Ge

ედუარდ შევარდნაძე: საბჭოთა ფუნქციონერიდან მსოფლიო ლიდერამდე

25 იან­ვარს, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის და­ბა­დე­ბის დღეა. ექ­სპრე­ზი­დენტს 95 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, შვი­ლიშ­ვი­ლი სოფო შე­ვარ­დნა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბე­ბია-ბა­ბუ­ის აქამ­დე უც­ნობ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს...

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 2014 წლის 7 ივ­ლისს, 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. "ბი-ბი-სის" რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა ბი­უ­რომ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ვრცე­ლი წე­რი­ლი მი­უ­ძღვნა, რო­მელ­შიც წერ­და: "ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ სამი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რა: პირ­ვე­ლი - საბ­ჭო­თა ფუნ­ქცი­ო­ნე­რის, მე­ო­რე - გარ­დაქ­მნი­სა და ახა­ლი აზ­როვ­ნე­ბის შე­მოქ­მე­დის, მე­სა­მე - და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რის".

სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში შე­ვარ­დნა­ძე წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ფი­გუ­რა იყო.

eduard-shevardnadze-1674709837.jpg

"დიდი წყე­ნა მა­ინც დარ­ჩა"

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის პირ­ველ მდი­ვანს ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძეს უკავ­შირ­დე­ბა - სწო­რედ მან მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა ახალ­გაზ­რდა და ენერ­გი­ულ კომ­კავ­ში­რელს. 1957 წელს მჟა­ვა­ნა­ძემ შე­ვარ­დნა­ძე კომ­კავ­ში­რის პირ­ველ მდივ­ნად და­ნიშ­ნა, შემ­დეგ მცხე­თის რა­ი­კო­მის პირ­ველ მდივ­ნად, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი მა­ი­სის რა­ი­კო­მის პირ­ველ მდივ­ნად, 1965 წელს კი შს მი­ნის­ტრად. "მჟა­ვა­ნა­ძეს ვუყ­ვარ­დი, თუმ­ცა, მეც კარ­გად ვას­რუ­ლებ­დი მის და­ვა­ლე­ბებს", - ამ­ბობ­და შე­ვარ­დნა­ძე.

მისი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "შს მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ შე­ვარ­დნა­ძემ ფა­რუ­ლი ბრძო­ლა და­ი­წყო მჟა­ვა­ნა­ძეს­თან და ამ საქ­მე­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლიც იპო­ვა ბრეჟნე­ვის სი­ძის შო­ლო­კო­ვის სა­ხით, რო­მე­ლიც მა­შინ სსრკ-ის შს მი­ნის­ტრი იყო. მჟა­ვა­ნა­ძემ წა­ა­გო. 1972 წელს კრემ­ლის მო­თხოვ­ნით მან გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა და პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და, სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი კი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე გახ­და. მჟა­ვა­ნა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინა მჟა­ვა­ნა­ძე იგო­ნებს: "შე­ვარ­დნა­ძე­ზე აუგი არას­დროს უთ­ქვამს. პი­რი­ქით, ამ­ბობ­და, ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია და ბევ­რი შე­უძ­ლია გა­ა­კე­თო­სო. თუმ­ცა, დიდი წყე­ნა და გუ­ლის­ტკი­ვი­ლი დარ­ჩა".

"საჩ­ვე­ნე­ბე­ლი პრო­ცე­სე­ბი"

gorbachov1-34163-1674709876.jpg

შე­ვარ­დნა­ძის თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ, რომ ის ცალი ხე­ლით "ნე­გა­ტი­ურ მოვ­ლე­ნებს" ებ­რძო­და, მე­ო­რით კი ახა­ლი­სებ­და. ერთ-ერთ სა­მა­გა­ლი­თო საქ­მედ მეღ­ვი­ნე­ე­ბის საქ­მე იქცა - უკი­დუ­რე­სად გა­ბე­რი­ლი სა­ხელ­მწი­ფო გეგ­მე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მეღ­ვი­ნე­ებს ჯერ ღვი­ნის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის­კენ უბიძ­გეს, შემ­დეგ კი და­ა­კა­ვეს და უმ­კაც­რე­სად და­სა­ჯეს.

ერთ-ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სად იქცა ლა­ზიშ­ვი­ლის საქ­მეც, რო­დე­საც ერ­თდრო­უ­ლად 50-მდე კაცი და­ი­ჭი­რეს. ოთარ ლა­ზიშ­ვი­ლი საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მო­სა­ნი იყო, ეს კი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში "სა­ხელ­მწი­ფო და­ნა­შა­უ­ლად" მი­იჩ­ნე­ო­და. შე­ვარ­დნა­ძის წყა­ლო­ბით ლა­ზიშ­ვი­ლი და მისი "თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი" სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს. მას, რო­გორც "ბან­დის მე­თა­ურს", 15 წელი მი­უ­სა­ჯეს, სა­ი­და­ნაც ბოლო 5 წე­ლი­წა­დი ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რა.

ასე­ვე საჩ­ვე­ნე­ბელ პრო­ცე­სად აქ­ცი­ეს სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი რექ­ტო­რის, აკა­დე­მი­კოს პეტ­რე გელ­ბა­ხი­ა­ნის საქ­მე, რო­მე­ლიც 1973 წელს მექ­რთა­მე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. 1979 წელს ასე­ვე ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს 26 კო­მის­რის რა­ი­ო­ნის სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ­თა საბ­ჭოს აღ­მას­კო­მის თავ­მჯდო­მა­რე იუზა კო­ბა­ხი­ძე და დახ­ვრი­ტეს. კი­დევ ერთი საქ­მე, რო­მე­ლიც შე­ვარ­დნა­ძის ბი­ოგ­რა­ფი­ას შავ ლა­ქად მიჰ­ყვე­ბა, ჟურ­ნა­ლისტ ნაზი შა­მა­ნა­უ­რის საქ­მეა, რო­მე­ლიც 1982 წელს ჩარ­გალ­ში "ვა­ჟა­ო­ბა­ზე" სი­ტყვით გა­მო­ვი­და და შე­ვარ­დნა­ძის პი­რის­პირ ამ­ხი­ლა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა. შა­მა­ნა­უ­რი ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მო­კე­ტეს. ჟურ­ნა­ლის­ტი ერთ წე­ლი­წად­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

"შოკი იყო სა­ჭი­რო"

1977 წლის 23 ივ­ლისს "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­ზე ერ­თმა­ნეთს თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" და ვო­რო­ში­ლოვგრა­დის "ზა­რია" ხვდე­ბოდ­ნენ. დი­ნა­მო­ე­ლე­ბი სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე იყ­ვნენ და მო­გე­ბა პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. მატჩს და­ახ­ლო­ე­ბით 60 ათა­სი კაცი ეს­წრე­ბო­და. არ­ბიტრმა, რო­მე­ლიც სტუ­მარ­თა უხეშ თა­მაშს "ვერ ამ­ჩნევ­და", სა­ჯა­რი­მო­ში ერთ-ერთი დი­ნა­მო­ე­ლის და­ცე­მის შემ­დეგ, იმის ნაც­ვლად, რომ თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი და­ე­ნიშ­ნა, მატ­ჩი დრო­ზე ადრე და­ას­რუ­ლა. აღ­შფო­თე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მინ­დორ­ზე გა­ვარ­და. ხალ­ხი მი­იჩ­ნევ­და, რომ მსა­ჯე­ბი დი­ნა­მო­ე­ლებს მოს­კო­ვე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მი­თი­თე­ბით ავიწ­რო­ებ­დნენ, რათა სსრკ-ის ჩემ­პი­ო­ნატ­ში თბი­ლი­სე­ლებს არ გა­ე­მარ­ჯვათ. გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მო­ე­დან­სა და ტრი­ბუ­ნებს არ ტო­ვებ­და. იყო სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მოს­კო­ვი ხალ­ხის და­საშ­ლე­ლად ჯარს გა­მო­ი­ყე­ნებ­და. ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, შე­ვარ­დნა­ძე სამ­თავ­რო­ბო ლო­ჟი­დან მინ­დორ­ზე გა­და­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვარ­დნა­ძე იხ­სე­ნებ­და: "სა­ჭი­რო იყო შო­კის მომ­გვრე­ლი მოქ­მე­დე­ბა. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ტრი­ბუ­ნი­დან პირ­და­პირ ხალ­ხში გავ­სუ­ლი­ყა­ვი, ამას ნამ­დვი­ლად არა­ვინ ელო­და. "ბი­ჭე­ბო - მივ­მარ­თე მათ, - ხომ ხე­დავთ, თქვენ­თან ვარ, მსა­ჯებს კი ჩვენ მო­ვუვ­ლით", - ეს ვთქვი და გა­სას­ვლე­ლის­კენ გა­ვე­მარ­თე. ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ეს უზარ­მა­ზა­რი მასა გა­მომ­ყვა. გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე უნდა ვთქვა: იმ დღეს, სტა­დი­ონ­ზე დიდი სის­ხლის ღვრა ავი­ცი­ლეთ". განაგრძეთ კითხვა

myquiz