"ხალხი პირდაპირ ასფალტზე წვება, გამუდმებით ეძებენ ტუალეტს, საკვებს"- რა ხდება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე? | Allnews.Ge

"ხალხი პირდაპირ ასფალტზე წვება, გამუდმებით ეძებენ ტუალეტს, საკვებს"- რა ხდება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე?

2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო. გაზაფხულზევე რუსეთის ტერიტორია ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა და მეზობელ სახელმწიფოებსა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილდნენ. როგორც ცნობილია, 21 სექტემბრიდან რუსეთის დატოვების მსურველთა რიცხვი თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. საქმე კი ისააა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და მამაკაცები ჯარში გაიწვია...

იმისათვის, რომ გაწვევისგან თავი დაეღწიათ, ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ კიდურები მოეტეხათ, თვითდაზიანებები მიეღოთ, მაგრამ, ბევრმა რუსეთის ტერიტორია საერთოდ დატოვა.

4-1664610269.jpeg

ბოლო დღეების განმავლობაში უამრავი ადამიანი საქართველოშიც შემოვიდა. გთავაზობთ ერთ-ერთი რუსული ვებგვერდის რეპორტაჟს ლარსიდან, თუ რას ამბობენ რუსები თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბრისას და როგორია მდგომარეობა საზღვარზე, მათი გადმოსახედიდან:

"21 სექტემბრიდან რუსეთის დატოვების მსურველთა რიცხვმა თითქმის 5-ჯერ მოიმატა. მრავალსაათიანი რიგები დგას ნოტარიუსებთან, რომ მინდობილობები გააკეთონ ნათესავებზე, იყიდონ ბილეთები, გააკეთონ ყველაფერი აუცილებელი სწრაფად, რომ დროულად დატოვონ ქვეყანა.

ავიაბილეთების ფასის მკვეთრი მატების გამო, მოქალაქეების მხოლოდ მესამედს შეეძლო ეს ფუფუნება - დანარჩენს გამოსავალი უნდა ეპოვა. სახმელეთო მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები კი ყაზახეთი და საქართველო აღმოჩნდა. ორივე ქვეყნის სახმელეთო საზღვრებზე მრავალკილომეტრიანი საცობებია და რუსეთის მოქალაქეებს ზედიზედ რამდენიმე დღე უწევთ რიგში დგომა. იხილეთ სრულად

myquiz