იტალიის მთავრობა 15 000 ევროს გადაუხდის მას, ვინც სარდინიის სოფლებში დასახლდება - რას გულისხმობს უჩვეულო შეთავაზება? | Allnews.Ge

იტალიის მთავრობა 15 000 ევროს გადაუხდის მას, ვინც სარდინიის სოფლებში დასახლდება - რას გულისხმობს უჩვეულო შეთავაზება?

რამდენიმე წელია, რაც იტალიის ხელისუფლება საკმაოდ უცნაური ინციატივით გამოვიდა - ისინი იტალიის პატარა ქალაქებისა თუ სოფლების გადარჩენად მსურველებს სახლებს უფასოდ ან სიმბოლურ ფასად გარკვეული პირობების სანაცვლოდ გადასცემენ. არის შემთხვევები, როდესაც მსურველებს ფინანსურ კომპენსაციასაც კი უხდიან.

დღეს ერთ-ერთ ასეთ შეთავაზებაზე მოგიყვებით:

castelsardo-1661419964.jpg

სარდინიის მთავრობა 15 000 ევროს სთავაზობს მათ, ვინც იტალიის კუნძულზე ცხოვრებას გადაწყვეტს. ოფიციალურმა პირებმა 40 მილიონი ევრო გამოყვეს ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის მიზიდვას იტალიის ამ რეგიონის სოფლებში და რათა გაძლიერდეს ვაჭრობა პატარა ქალაქებს შორის. სახლის მყიდველებს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაეწევათ.

bosa-village-sardinia-1661419989.jpg

სარდინიის პრობლემები

სარდინია ხმელთაშუა ზღვაში სიდიდით მეორე კუნძულია და დიდი ხანია განიხილება, როგორც ბუნებრივი მარგალიტი, მდიდარი კულტურული ისტორიით, ასეულონით კილომეტრი ქვიშიანი პლაჟებით, თვალწარმტაცი საპორტო ქალაქებითა და ბრინჯაოს ხანის ნანგრევებით, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წლით.

მაგრამ იტალიის სხვა სოფლების მსგავსად, რეგიონი განიცდის მოსახლეობის კლებასა და ეკონომიკის ვარდნას, რადგან ახალგაზრდები სოფელში არ ჩერდებიან და სამუშაოდ დიდ ქალაქებში მიდიან.

alghero-piazza-civica-650x366-1661420014.jpg

gairo-vecchio-a-hevige-1661420024.jpg

სარდინიის პრეზიდენტმა კრისტიან სოლინასმა განაცხადა:

„ამ გრანტის წყალობით სარდინიაში პირველ სახლების მყიდველებში შეიქმნება ნაყოფიერი ნიადაგი მათთვის, ვინც იქ გადავა ან გადაწყვეტს ოჯახის შექმნას. ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ ახალგაზრდებმა გადაწყვიტონ დარჩენა და განავითარონ ყველაზე მყიფე ტერიტორიების ეკონომიკური სტრუქტურები."

მიმზიდველი გრანტები გათვალისწინებულია როგორც ეროვნული პროგრამის ნაწილი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ წაახალისოს ადამიანები იყიდონ ძველი სახლები, განაახლონ ისინი და წამოიწყონ ახალი ბიზნესი, რათა გაახალგაზრდავონ პატარა თემები იტალიის სოფლებში."

myquiz