იცით, რატომ ატარებენ ებრაელები გრძელი კულულებს, იგივე პეისებს? | Allnews.Ge

იცით, რატომ ატარებენ ებრაელები გრძელი კულულებს, იგივე პეისებს?

რა არის პეისები?

ალბათ, არაერთხელ შეგიმჩნევიათ მორწმუნე ებრაელებზე საფეთლქებიდან ლოყებამდე სიგრძის გრძელი კულულები. ეს გამორჩეული თვისება, როგორც წესი ეს ჩვეულება იუდეველებისთვის და ულტრა-ორთოდოქსული რელიგიური თემების წარმომადგენლებისთვის არის დამახასიათებელი. პეოტი ან აშკენაზური გამოთქმით პეისები - ებრაელთა ვარცხნილობის ტრადიციულ ელემენტს წარმოადგენს, რაც მათ ადამიანების ჯგუფში საკუთარი თანამემამულეების გარჩევას უადვილებს.

2022081814564986669-1660895775.jpg

პეოტის ტარების ტრადიცია ჯერ კიდევ თორას მცნებათაგან მოდის, სადაც ნათქვამია რომ თავის გარშემო, თმის კიდეები არ უნდა იყოს შეჭრილი. თუ პეოტისა და ღმერთის სიტყვების გემატრიას (რიცხობრივ მნიშვნელობას) გავითვალისწინებთ, მაშინ ისინი ერთსა და იმავე რიცხვს - 86 შეადგენენ. ამრიგად, კაბალისტების აზრით, პეისები ერთგვარი "ანტენებია", რომლებიც მორწმუნე ებრაელს უფალთან კავშირის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

2022081816495186669-1660895837.jpg

მაგრამ აი, რა არის საინტერესო. თორაში "პეოტის" ტერმინის ქვეშ კიდევ ერთი ცნება - "თესილი მინდვრის კიდე" მოიაზრება. აქ კი საინტერესო ანალოგია ჩნდება ებრაელების საფეთქლებთან არსებულ თმასთან. მინდორში პეოტის აღება მოსავლის აღების პერიოდში არ შეიძლებოდა, ვინაიდან ის იქ ღარიბებისა და გაჭირვებულების გამოსაკვებად რჩებოდა.

ისევ თმას რომ დავუბრუნდეთ, ირკვევა რომ ძველად მას მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ. არსებობს ტრაგიკული ბიბლიური ამბავი ებრაელ ლეგენდარულ გმირზე, ძლიერთა შორის უძლიერესს გოლიათზე სამსონზე, რომელიც მზაკვრულმა ფილისტიმელმა დალილამ მოკლა, რომელმაც მომენტით ისარგებლა, მას თმის ბოლოები შეაჭრა, რის შემდეგაც გმირმა ძალა დაკარგა და სრულიად დაუძლურებული სასტიკად იქნა მოკლული.

სხვათა შორის, არა მხოლოდ ებრაელები ანიჭებდნენ თმას მისტიურ ძალას, სხვა ხალხებს შორის, გრძელი თმის მფლობელს ასევე შეეძლო გავლენა მოეხდინა მის გარშემო არსებულ სამყაროზე. გასაკვირი არ არის, რომ ყველა ჯადოქარი გაშლილი თმით დადიოდა, რომელიც მისთვის გარკვეულ ენერგიის გამტარებელს წარმოადგენდა, რომლის საშუალებითაც ის მკითხაობდა და ჯადოქრობდა.

თანამედროვე ადამიანებისთვის ალბათ რთულია იმის გაგება, თუ რა ჭეშმარიტებით ხელმძღვანელობდნენ ებრაელი ერის უძველესი წარმომადგენლები, თუმცა ის რომ თმა ადამიანის სხეულზე მათთვის ჩვეულებრივი რამ არასდროს ყოფილა - ეს ცალსახაა.

2022081816595486669-1660895933.jpg

რა თქმა უნდა, ძალიან გრძელი თმა, განსაკუთრებით ცხელი კლიმატის მქონე ადგილებში, რომელიც აღთქმულ მიწას მოიცავს, ადრე თუ გვიან ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკის ფაქტორი ხდება, ამიტომ ებრაელი ბრძენები მართალია თმის მთლიანად შეჭრას კრძალავენ, თუმცა ყოვლისშემძლესთან კომუნიკაციის მიზნით მამაკაცებს საფეთქლებთან მხოლოდ პეისების შენარჩუნებას სთავაზობენ.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მამაკაცები ამ წეს-ჩვეულებებს ყოველთვის არ იცავენ. ბევრი მათგანი მოკლედ შეჭრილ თმასაც ატარებს და წვერზეც ამბობს უარს. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის კი ყოველთვის შესაძლებელია მისამაგრებელი პეისების გამოყენება, რომლებიც როგორც წესი, ტრადიციული ქუდის კიდეებზე მაგრდება.

წყარო

myquiz