რუსი "ტიკტოკერი" პუტინს ჰარაკირისკენ მოუწოდებს - რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელიც რუსეთის საწინააღმდეგო და საქართველოს მხარდამჭერ ვიდეოებს აქვეყნებს? | Allnews.Ge

რუსი "ტიკტოკერი" პუტინს ჰარაკირისკენ მოუწოდებს - რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელიც რუსეთის საწინააღმდეგო და საქართველოს მხარდამჭერ ვიდეოებს აქვეყნებს?

ანა ან­დრეი ინ­ფან­ტე­ვა მუ­სი­კო­სია პე­ტერ­ბურ­გი­დან. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ძმას­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად თე­ბერ­ვლის ბო­ლოს ჩა­მო­ვი­და, მას შემ­დეგ, რას უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სეთ­მა ომი და­ი­წყო. ქარ­თუ­ლის სწავ­ლა ქვე­ყა­ნა­ში გად­მოს­ვლი­დან მა­ლე­ვე და­ი­წყო. ახლა უკვე შე­უძ­ლია წე­რაც და ცოტ-ცოტა სა­უ­ბა­რიც. ანა კონ­ცერ­ტის­თვი­საც ემ­ზა­დე­ბა, რომ­ლი­დან შე­მო­სულ თან­ხა­საც უკ­რა­ი­ნელ დევ­ნი­ლებს გა­და­უ­რი­ცხავს.

რუსი ემიგ­რან­ტი აქ­ტი­უ­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ყვე­ლა­ზე ხში­რად კი tik tok-ს იყე­ნებს, სა­დაც ქარ­თულ ენა­ზე ან ქარ­თუ­ლი ტიტ­რე­ბით აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­ებს. ანა ამ­ბობს, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია და მას და­პყრო­ბი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია მის­მა ვი­დე­ომ, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს ომის მე-14 წლის­თავ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ის უპი­რის­პირ­დე­ბა პუ­ტინს, თუმ­ცა მისი პრო­ტეს­ტის ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს არ სჯე­რათ და აკ­რი­ტი­კე­ბენ. Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ეს მათი ნე­ბაა, მათ აქვთ სი­ტყვის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა...

anna1234-36618-1660289664.jpg

- ანა, რას საქ­მი­ა­ნობ­დით რუ­სეთ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვლამ­დე, რა­ტომ აირ­ჩი­ეთ სა­ქარ­თვე­ლო სა­ცხოვ­რებ­ლად?

- მე მუ­სი­კო­სი ვარ. რუ­სე­თი­დან წა­მოს­ვლამ­დე ჩემს მუ­სი­კა­ლურ ჯგუფ­თან ერ­თად გა­მოვ­დი­ო­დი, ვას­წა­ლი­დი რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლურ კურსს პე­ტერ­ბურ­გის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და ვი­ყა­ვი ვი­დეო პრო­დი­უ­სე­რი. შემ­დეგ, ჩემს ძმას­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნაჩ­ქა­რე­ვად უნდა მიგ­ვე­ღო და ქვეყ­ნის არ­ჩე­ვის მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი ჩვენ­თვის უსაფრ­თხო­ე­ბა იყო. რუ­სეთ­ში ვერ დავ­რჩე­ბო­დით.

- რა სირ­თუ­ლე­ე­ბი გხვდე­ბო­დათ რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას, ყვე­ლა­ზე მე­ტად რას აპ­რო­ტეს­ტებ­დით?

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე უა­რე­სი რუ­სეთ­ში პო­ლი­ცი­ის ძა­ლა­დო­ბაა. ჩემი ბევ­რი ნაც­ნო­ბი პო­ლი­ცი­ას უცე­მია და უწა­მე­ბია. მე მხარს ვუ­ჭერ­დი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სეთ­ში რის­თვი­საც არ უნდა იბ­რძო­ლო, ძა­ლა­უფ­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რე­ბი გაგ­თე­ლა­ვენ და და­გამ­ცი­რე­ბენ. რუ­სე­თის ამ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძა­ლო­ვა­ნებს ნება მის­ცა ხალ­ხის მი­მართ ყო­ველ­გვა­რი სი­სას­ტი­კე ჩა­ი­დი­ნონ, რათა ისი­ნი არ აჯანყდნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. რუ­სეთ­ში პო­ლი­ცი­ას შე­უძ­ლია გა­ა­უ­პა­ტი­უ­როს და და­ა­სა­ხიჩ­როს ადა­მი­ა­ნე­ბი - მათ ამის უფ­ლე­ბა აქვთ...

anaa-36597-1660289705.jpg

- რო­გორ ცხოვ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა მოგ­წონთ, რა სირ­თუ­ლე­ე­ბი შეგ­ხვდათ, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე ხომ არ გაქვთ გა­ნა­ცხა­დი შე­ტა­ნი­ლი?

- არა, არ მი­მი­მარ­თავს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. მომ­წონს სა­ქარ­თვე­ლო, მაგ­რამ ჯერ კი­დევ არ შე­მიძ­ლია შორს გა­ვი­ხე­დო მო­მა­ვალ­ში და გა­დავ­წყვი­ტო, დავ­რჩე თუ არა სა­მუ­და­მოდ აქ. ძა­ლი­ან მომ­წონს თქვე­ნი პო­ლი­ცია. თქვენ­თვის ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ რუ­სე­ბის­თვის ეს ნამ­დვი­ლი შო­კია. პო­ლი­ცია ხალ­ხს იცავს და არ ატე­რო­რებს. გარ­და ამი­სა, ისი­ნი ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი არი­ან.

სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნაა. პე­ტერ­ბურ­გი­დან ჩა­მო­ვე­დი და ის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, "ბრტყე­ლი" ქა­ლა­ქია. თბი­ლი­სის რე­ლი­ე­ფი მე­სი­ა­მოვ­ნა. მე მიყ­ვარს სი­ა­რუ­ლი და ნე­ბის­მი­ე­რი გა­სე­ირ­ნე­ბა თავ­გა­და­სავ­ლად იქ­ცე­ვა, აქ შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, თუ რო­გორ გა­ივ­ლი გზას.

- თქვენს პრო­ტესტს "ტიკ ტოკ­ზე" ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი აპ­რო­ტეს­ტებს, გი­წე­რენ, რომ წა­დით და რუ­სეთ­ში იბ­რძო­ლეთ, ასე­ვე ბევ­რს შე­იძ­ლე­ბა არ სჯე­რო­დეს თქვე­ნი გულ­წრფე­ლო­ბის, რას ეტყო­დით მათ...

- ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია იფიქ­როს და თქვას ის, რაც მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­აჩ­ნი­ათ, ეს მათი უფ­ლე­ბაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის ბრაზს, სი­ძულ­ვილს, მწუ­ხა­რე­ბას და წყე­ნას და ამ გრძნო­ბებს გა­მო­ხა­ტა­ვენ tik tok-ზე და ინ­ტერ­ნეტ­ში. ეს კარ­გია. ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი სი­ძულ­ვი­ლია, რად­გან მისი გა­დაგ­დე­ბა ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლია. და­ი­ჯე­რო სხვი­სი გულ­წრფე­ლო­ბის, თუ - არა, ყვე­ლა თა­ვის­თვის წყვეტს. და მე თვი­თონ ვწყვეტ, წა­ვი­დე რუ­სეთ­ში, თუ - არა. განაგრძეთ კითხვა

myquiz