14 წელი იძულებით იზოლაციაში- როგორ დააღწიეს თავი ტყვეობას სახლში გამოკეტილმა ძმებმა? | Allnews.Ge

14 წელი იძულებით იზოლაციაში- როგორ დააღწიეს თავი ტყვეობას სახლში გამოკეტილმა ძმებმა?

მშობლების უმეტესობა საკუთარი შვილების გარესამყაროსგან დაცვას სხვადასხვა საშუალებით ცდილობს. იშვიათ შემთხვევაში ისინი შვილებს გარეთ გასვლასაც კი უკრძალავენ. დღეს ერთ-ერთ არსეთ ისტორიას მოგიყვებით.

ეს ნამდვილად არ არის მოგონილი ამბავი. სამწუხაროდ, ეს სინამდვილეა და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ხანდახან მშობელი ყველაზე დიდ მტრად ევლინება საკუთარ შვილს...

მართალია, ოსკარ ანგულოს შვილები ნიუ–იორკში გაიზარდნენ, მაგრამ მათ 14 წლის მანძილზე, წარმოდგენა არა ჰქონდათ, თუ რა იყო ქალაქი. მათმა ბავშვობამ 4 კედელს შორის გაიარა, ხოლო ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ, მხოლოდ ჰოლივუდის ფილმებიდან იღებდნენ. ასე გადაწყვიტა მათმა მამამ, რომელსაც სურდა, შვილებისთვის „ცივილიზაციის სიბოროტეები“ და ბევრი სხვა საფრთხე აერიდებინა. "მგლის ხროვა" - ასე უწოდეს ამ ოჯახს მოგვიანებით ჟურნალისტებმა და ასევე ეწოდა დოკუმენტურ ფილმს, რომელიც მოგვიანებით მათ შესახებ გადაიღეს... თუმცა მანამდე, სანამ მსოფლიო მათ შესახებ შეიტყობდა, იყო მთელი 14-წლიანი კარჩაკეტილობა და ჩვეულებრივი ტყვეობა...

ht-wolfpack-13-kab-150615-3x2-1600-1657780507.jpg

ოსკარ ანგულო და მისი მეუღლე სიუზანი

ექვსი ძმა და მათი და ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გაიზარდა, თუმცა სინამდვილეში არც ნიუ-იორკში უცხოვრიათ და არც მანჰეტენის დიდებულება უგრძვნიათ.

ისინი წლობით იყვნენ მაღალსართულიანი სახლის ბინაში გამოკეტილები და ფანჯრიდან ადევნებდნენ თვალს ცხოვრებას, რომელიც მათ მიღმა მიედინებოდა.

83940578-83940572-1655018503-1657780588.jpg

კარგი დასაწყისი

დასაწყისი ნამდვილად კარგი იყო. 1989 წელს ამერიკელმა სიუზანმა, რომელსაც უყვარდა თავისუფლება, ჰიპად მიაჩნდა თავი და ბევრს მოგზაურობდა, პერუში გაიცნო ადგილობრივი მცხოვრები ოსკარ ანგულო, რომელიც გიდად მუშაობდა. მათ ერთმანეთი მოეწონათ. ოსკარი სიუზანს ამერიკაში გაჰყვა და იქ კრიშნაიტულ თემთან ერთად ცხოვრობდნენ, მერე კი ტრაილერით მოგზაურობდნენ მთელ ქვეყანაში. ოსკარი როკ-მუსიკოსობაზე ოცნებობდა, თუმცა შოუ-ბიზნესი არ ჩქარობდა მისი ნიჭის აღიარებას. როცა პირველი შვილი გაუჩნდათ, წყვილი ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა. თუმცა იქ საკმაოდ ძვირი იყო ცხოვრება, სახლიც ვერ იყიდეს და ნიუ-იორკში გადავიდნენ.

სიუზანს მშობლები დაეხმარნენ ფინანსურად და სახლის ყიდვა მოახერხეს. სწორედ იქ მოიწყეს ოჯახური ბუდე. ოსკარმაც ფიზიკურად დაიწყო შრომა და არც ისე ცუდი შემოსავალი ჰქონდა...

ht-wolfpack-03-oscarsusanneangulo-jc-150617-16x9-992-1655018451-1657780710.jpg

თუმცა ოსკარს აშინებდა დიდი ქალაქი, დანაშაულების რაოდენობით და მრავალრიცხოვანი ცდუნებებით. გადაწყვიტა, რომ ისინი "დაეცვა" ყველა საფრთხისგან და ცოლ-შვილს (იმ დროს უკვე სამი შვილი ჰყავდა) სრულიად აუკრძალა სახლიდან გასვლა. თავად შეეგუა იმას, რომ როკმუსიკოსი ვერ გახდებოდა, მიეძალა ალკოჰოლს, მოგვიანებით კი პარანოიის ნიშნებიც გამოავლინა. სახლის გასაღებების ერთადერთი კომპლექტი სულ ედო ჯიბეში და არასოდეს არ აძლევდა ოჯახის წევრებს.

გაქცევა ციხიდან

უმცროსი შვილები ნიუ-იორკში დაიბადნენ. ყველა სახლში სწავლობდა სასკოლო საგნებს, დედასთან. მხოლოდ და არ მონაწილეობდა სწავლის პროცესში - მას აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს და უჭირს ურთიერთობა ოჯახის წევრებთანაც. სიუზანი მოგვიანებით ამბობდა, რომ ვერ ეწინააღმდეგებოდა ქმარს, რადგან ეშინოდა მისი.

ht-wolfpack-02-littlekidssusanneangulo-jc-150617-16x9-992-1657780784.jpg

ის ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლიც იყო წლების განმავლობაში და ვერ ბედავდა ხმის ამოღებას. სამყაროს კი ბიჭები ფილმებიდან ეცნობოდნენ. შინ უამრავი ვიდეოკასეტა ჰქონდათ და დაუსრულებლად უყურებდნენ. იმახსოვრებდნენ ტექსტებს კინოფილმებიდან, თავადვე ამზადებდნენ რეკვიზიტებს, დეკორაციებს და კინოფილმში ნანახ საყვარელ სცენებს ასახიერებდნენ. ეს იყო მათი ხსნის გზა, რომ არ გაგიჟებულიყვნენ და კარჩაკეტილობისთვის გაეძლოთ.

2010 წელს, ერთ-ერთმა ძმამ, მუკუნდამ, მოახერხა სახლიდან გაძრომა და ქალაქში გაისეირნა. სხვებს ამის მცდელობაც არ ჰქონიათ, ისე ეშინოდათ გარე სამყაროსი. შინ დაბრუნებულმა მუკუნდამ, ალკოჰოლიზმისგან უკვე საკმაოდ დაუძლურებული მამის წინააღმდეგაც გაიბრძოლა და მიაღწია იმას, რომ ხანდახან ძმები ქალაქში გადიოდნენ. მათი გასვლა ყველასთვის იყო შესამჩნევი - ყველას გრძელი თმა ჰქონდა (მამა თმის შეჭრასაც უკრძალავდათ), ყველას შავი სათვალე ეკეთა და კოსტიუმები, როგორც კვენტინ ტარანტინოს ფილმის "ცოფიანი ძაღლების" პერსონაჟებს. ასე შენიშნა სწორედ ისინი რეჟისორმა კრისტალ მოზელმა და გადაწყვიტა, მათზე ფილმი გადაეღო.

25a5dc0500000578-0-image-a-6-1423843340140-1657780914.jpg

"ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რომელიღაც დაკარგულ აბორიგენ ტომს გადავეყარე. არადა, ეს ხდებოდა არა სადღაც დასაკარგავში, არამედ მანჰეტენის ქუჩებში“, - ყვებოდა მოგვიანებით რეჟისორი. მოზელმა მოახერხა მათი ნდობის მოპოვება და გაიგო მათი ამბავიც. აღმოჩნდა, რომ მშობლების და ერთმანეთის გარდა ისინი არავის იცნობდნენ, რამაც ქალი გააოგნა. თუმცა უფრო გაოცებული მაშინ დარჩა, როცა მათი ცხოვრების წესი ნახა და გაიგო, როგორ იყვნენ წლობით ტყვეობაში.

ცხოვრება იზოლაციის შემდეგ

ძმებს შორის ყველაზე უფროსი ბხაგავანმა, რომელიც 23 წლის იყო, ჰიპ-ჰოპ კონსერვატორიაში ჩააბარა, სადაც ცეკვას სწავლობდა.

22 წლის გოვინდმა მშობლების სახლი დატოვა და ცხოვრება დამოუკიდებლად გადაწყვიტა. მას უნდოდა, რომ დამდგმელი–ოპერატორი გამხდარიყო.

მისმა ტყუპმა ძმამ, რომელიც ბუნების დაცვით იყო დაინტერესებული, ამ მიმართულებით წავიდა და მუშაობა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია დაიწყო.

wolfpack-1024-1657781034.jpg

20 წლის მაკუნდამ, რომელიც ძმებს შორის, არაოფიციალური ლიდერი იყო (სწორედ მან დააღწია პირველმა, "შინაპატიმრობას" თავი) მწერლობის სურვილი გამოთქვა.

უმცროს ძმები კი, მუსიკის სფეროთი იყვნენ დაინტერესებულნი და სწავლის გაგრძელება ხელოვნების მიმართულებით გადაწყვიტეს.

2015 წელს, ძმები, დედასთან ერთად, სანდენსის კინოფესტივალს დაესწრნენ, სადაც «The Wolfpack»–მა დიდი ჟიურის მთავარი ჯილდო მოიპოვა, საუკეთესო ამერიკული დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში.

myquiz