ჰობიტების სახლები უნგრეთში- რა დანიშნულება აქვთ მათ სინამდვილეში? | Allnews.Ge

ჰობიტების სახლები უნგრეთში- რა დანიშნულება აქვთ მათ სინამდვილეში?

ეს უჩვეულო შენობები 1737 წლიდან ამშვენებს უნგრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთ ბორცვს. თანამედროვე ტურისტები მაშინვე ამოიცნობენ ხოლმე ჰობიტების სახლებს, უცნაურია, რომ ეს სახლები და თავად სოფელი ხალხისთვის არ არის აშენებული.

hob11-1657119090.jpg

რომის იმპერიის დროიდან მოყოლებული, უნგრეთის ტერიტორიაზე მეღვინეობა აყვავდა, რამაც წინასწარ განსაზღვრა მთელი რეგიონის განვითარება, მისი ლანდშაფტი და არქიტექტურა. დიახ, არქიტექტურა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მეღვინეობის წყალობით, ქალაქი ტოკაი და მისის მიმდებარე ტერიტორია არა მხოლოდ მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, არამედ განსაკუთრებული არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის, ასევე საკუთარი ენის დამცველია.

hob111-1657119102.jpg

ქალაქი ტოკაი და ვენახები 88000 ჰექტარზეა გადაჭიმული უნგრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზემპლენის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთ ძირში. უძველესი დროიდან მას ტოკაჯ-ჰეგიალჯას ღვინის რეგიონს ეძახდნენ. განაგრძეთ კითხვა

myquiz