რატომ უნდა მოერიდოთ სიცხეში ყავის დალევას? | Allnews.Ge

რატომ უნდა მოერიდოთ სიცხეში ყავის დალევას?

ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა იშვიათად ეცემა 20 გრადუსზე ქვევით,ხშირადგვევლინება სასმელები, მათ შორის ბევრისათვის საყვარელი ყავაც. ნუ გაგიკვირდებათ, ყავის სმას ცხელ ამინდში უნდა ერიდოთ! ეს უკანასკნელი შარდმდენი თვისებით გამოირჩევა და ორგანიზმს ტენიანობას აკლებს. ამის გამოა, რომ თურქეთსა და საბერძნეთში ფინჯან ყავასთან ერთად აუცილებლად ჭიქა წყალიც მიაქვთ სტუმრებისთვის.

ყავის გარეშე ბევრს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, თუმცა, გირჩევთ, ზაფხულში მაინც რამდენადმე შეამციროთ მისი დალევა. ყავა ყველა შემთხვევაში ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს, გაუწყლოებით კი უპირველესად ტვინი და გული ზარალდება, ვითარდება სისუსტის შეგრძნება, აპათია, ირღვევა აზროვნებითი ფუნქციები. ადამიანს ჰგონია, რომ ყავის დალევით ერთგვარად გამოფხიზლდება და ტონუსს მოიმატებს, მაგრამ სიცხეში სრულიად სხვა პროცესები ვითარდება და უკუეფექტი მიიღება!

ასე რომ, ცხელ დღეებში ერიდეთ ყავის დალევას, სვით მეტი წყალი, კომპოტი და ახალგაწურული წვენები!