რას ნიშნავს სინამდვილეში ავტომობილების ბრენდების სახელწოდებები? | Allnews.Ge

რას ნიშნავს სინამდვილეში ავტომობილების ბრენდების სახელწოდებები?

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ავტომობილების ბრენდების სახელწოდებეს. სასარგებლოა იცოდეთ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში, ამა თუ იმ ავტომობილის ბრენდის სახელწოდება!

Mitsubishi

listing-main-mitsubishi-logo-1653722215.png

ცნობილი, იაპონური მძიმე ავტო-მრეწველობის კომპანია მიცუბიშის ემბლება სამურაებისგან არის შთაგონებული. რაც შეეხება სახელწოდებას, მიცუბიში ნიშნავს: მიცუ -ფრენა, ბიში- ალმასი.

Mercedes-Benz

mercedes-benz-logo-font-1-1653722313.webp

ბრენდის სახელი - „მერსედეს-ბენცი” წარმოიშვა 1926 წელს ორი ბრენდის – მერსედესისა (დაიმლერ-ძრავების საზოგადოება DMG) და ბენცის (ბენცი და კომპანია Benz & Co.) შეერთებით. მერსედესის როგორც ბრენდის სახელის წარმოშობა ბიზნესმენ ემილ ელინეკთანაა დაკავშირებული, ეს უკანასკნელი 1898 წლიდან დაიმლერის ავტომობილებით ვაჭრობდა. 1888 წელს ემილ ელენიკი ფსევდონიმით „მერსედესი” (თავისი ქალიშვილის ადრიანა მანუელა რამონა ელინეკის პატივსაცემად, რომელსაც მოფერებით სახელს მერსედესს ეძახდნენ) ნიცაში გამართულ ავტორბოლებზე იღებდა მონაწილეობას. თუმცა ამ დროისათვის „მერსედესი” ჯერ კიდევ არ იხმარებოდა ავტომობილის სახელად, არამედ ის მხოლოდ მძღოლის სახელი იყო.

იხილეთ: ვინ იყო გოგონა, რომლის სახელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ავტომობილს უწოდეს

Mazda

mazda-logo-feat-1653722506.-Image1.jpg

ბრენდის სახელწოდება ფრთებგაშლილ არწივს ნიშნავს, რომელიც ზეროასტრულ ღმერთისგან, Ahura Mazda - დან იღებს სათავეს. იაპონური ავტომობილების კომპანია. მდებარეობს ქ. ფუტიუში (ჰიროსიმა, იაპონია). 2011 წელს Mazda გახდა მე-15 უმსხვილესი ავტომწარმოებელი კორპორაცია მსოფლიოში.

ahura-mazda-zoroastrian-god-good-260nw-1707538528-1653722523.webp

Ahura Mazda

Cadillac

cadillaclogo-1653722680.jpg

ამ ცნობილი მარკის დაარსების თარიღად 1902 წელს ასახელებენ, რომელმაც 17-ე საუკუნეში მოღვაწე ფრანგი მეცნიერის სერჟ კადილაკის სახელი ეწოდა. კომპანიამ დამოუკიდებლად მხოლოდ 1918 წლამდე იარსება. შემდეგ კი იგი უდიდეს ამერიკულ საავტომობილო კონცერნ „ჯენერალ მოტორსს“ შეუერთდა და იქ მისთვის შესაფერისი ადგილიც დაიკავა.

იხილეთ: მომავლის ტრანპორტი, რომლით სარგებლობასაც მალე შევძლებთ

Subaru

ogimage-1653722795.png

იაპონური საავტომობილო ბრენდი, სახელწოდებას ტაურუსის თანავარსკვავედიდან იღებს.

Škoda

new-skoda-logo-design-2011-bpo-czech-design-1653722917.jpg

ჩეხური ფირმის ავტომობილის სახელწოდება, მოდის ემილ ვონ შკოდასგან, რომელიც საავტომობილო კომპანიის დამფუძებელია. შკოდა ჩეხურად "ზარალიანს" ნიშნავს.

BMW

76438aa6935c40af8abba922aea42013-1653723017.png

Bayerische Motoren Werke AG (BMW) გერმანული კომპანია, რომელიც ავტომობილებს, მოტოციკლებს და ძრავებს აწარმოებს. საწარმოს შტაბ-ბინა მდებარეობს მიუნხენში. მისი აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე განლაგებულ DAX-ზე იყიდება. BMW-ს კომპანიის დაარსების ოფიციალურ დღედ 1917 წლის 21 ივლისი ითვლება.

Toyota

s1-8-2-1653723206.jpg

Toyota ავტომობილების მწარმოებელი იაპონური კომპანიაა, რომლის ლოგოც Toyota-ს ლათინური ასოების გაერთიანებას წარმოადგენს. განაგრძეთ კითხვა

myquiz