ვინ იყო ჩინელი, რომელიც საქართველოში ჩაის პირველ მსხვილ წარმოებას უძღვებოდა - რატომ განადგურდა ქართული მეჩაიეობა | Allnews.Ge

ვინ იყო ჩინელი, რომელიც საქართველოში ჩაის პირველ მსხვილ წარმოებას უძღვებოდა - რატომ განადგურდა ქართული მეჩაიეობა

ჩაი თუ ყავა, - ალ­ბათ ორი­ვე, რად­გან მსოფ­ლი­ო­ში ეს ორი მშვე­ნი­ე­რი არო­მა­ტუ­ლი სას­მე­ლი ერ­თმა­ნეთს ტოლს არ უდებს.

ჩაის სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს, წლე­ბის წინ ჩაის მწარ­მო­ე­ბელ ქვე­ყა­ნა­თა ნუს­ხა­შიც სე­რი­ო­ზულ ად­გილს ვი­კა­ვებ­დით... ამ კულ­ტუ­რას ჩვენ­ში ახ­ლაც აწარ­მო­ე­ბენ, მაგ­რამ მას მა­სობ­რი­ვი და მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი აღარ აქვს...

გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ჩაი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 1770 წელს გა­მოჩ­ნდა, როცა რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ­მა, ეკა­ტე­რი­ნე II-ემ სა­მო­ვა­რი და ჩაის ჭურ­ჭე­ლი ერეკ­ლე II-ეს აჩუ­ქა.

image-22157-3-1652434651.jpg

სა­მო­ვა­რი

სა­მოვ­რი - ჩაის და­სა­ყე­ნე­ბე­ლი ხელ­სა­წყოა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბის კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ვთქვით, ჩაის დამ­კვიდ­რე­ბის შემ­დგომ, ანუ რუ­სე­თი­დან შე­მოს­ვლის მერე გავ­რცელ­და. სა­მოვ­რის გა­მო­ყე­ნე­ბამ ფარ­თოდ მო­ი­კი­და ფეხი სა­ქა­ლა­ქო ყო­ფა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ზე­ი­მო შეკ­რე­ბე­ბი­სა და სა­ო­ჯა­ხო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის დროს. XIX სა­უ­კუ­ნე­ში "ჩა­ი­ზე და­პა­ტი­ჟე­ბა" ერ­თგვა­რი მო­დუ­რი გა­ტა­ცე­ბა იყო, რა­მაც სა­მოვ­რის მოხ­მა­რე­ბის კულ­ტუ­რა წინ მე­ტად წა­მოს­წია. სა­უ­კე­თე­სო სა­მოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის ქა­ლაქ ტუ­ლი­დან შე­მო­დი­ო­და.

სა­მოვ­რით ჩაის სმა რომ მი­ღე­ბუ­ლი და მო­დუ­რი იყო, ამა­ზე ფი­როს­მა­ნის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მიც მე­ტყვე­ლებს: "ძმე­ბო, ავა­შე­ნოთ დიდი ხის სახ­ლი სად­მე ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში, რომ ყვე­ლა­სათ­ვის იყოს ახ­ლოს, ავა­შე­ნოთ დიდი სახ­ლი, რომ შე­ვი­ყარ­ნეთ ხოლ­მე, ვი­ყი­დოთ დიდი სტო­ლი და სა­მო­ვა­რი, ვსვათ ჩაი, ბევ­რი ვსვათ და ვი­ლა­პა­რა­კოთ მხატ­ვრო­ბა­ზე!..

chai-1652434724.jpg

პირ­ვე­ლი ბუჩ­ქე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1809 წელს, მა­მია V გუ­რი­ე­ლის ბაღ­ში გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ გუ­რი­ე­ლის კარს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. შემ­დგომ ის ოზურ­გე­თი­დან გორა-ბე­რე­ჟო­ულ­ში, მი­ხე­ილ ერის­თა­ვის მა­მულ­ში გა­და­ი­ტა­ნეს...

1833 წელს კავ­კა­სი­ის მო­მა­ვალ­მა მთა­ვარ­მარ­თე­ბელ­მა ვო­რონ­ცოვ­მა ეს კულ­ტუ­რა ჩი­ნე­თი­დან გა­მო­ი­წე­რა და ყი­რიმ­ში გა­ა­შე­ნა, მაგ­რამ ჩაის ბუჩ­ქმა იქ ვერ გა­ი­ხა­რა და შემ­დეგ ისი­ნი სო­ხუმ­ში გა­და­არ­გვე­ვი­ნა...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ გა­და­წყვი­ტა, ეს კულ­ტუ­რა შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­ე­შე­ნე­ბი­ნათ.

საქ­მე­ში რუ­სეთ­ში ჩაით მსხვი­ლი მო­ვაჭ­რე, პო­პო­ვი ჩა­ერ­თო და XIX სა­უ­კუ­ნის 90-ია­ნებ­ში ჩაქვში, სა­ლი­ბა­ურ­სა და კაპ­რე­შუმ­ში 14 ჰა-ზე ჩი­ნუ­რი ჩაის ჯი­შე­ბი დარ­გო. 1898 წელს სა­ლი­ბა­ურ­ში ინ­გლი­სუ­რი მან­ქა­ნე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ქარ­ხა­ნა აა­შე­ნა, 1899 წელს კი - ჩაქვში.

ჩი­ნე­თი­დან აჭა­რა­ში 23 წლის ახალ­გაზ­რდა, ლაო ჯონ­ჯა­ოც ჩა­მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც სა­მარ­თა­ვად რამ­დე­ნი­მე მა­მუ­ლი ჰქონ­და (კაპ­რე­შუმ­ში, სა­ლი­ბა­ურ­ში და ჩაქვში). 1911 წელს ლაომ ბა­თუ­მის მახ­ლობ­ლად, მიწა შე­ი­ძი­ნა და თა­ვი­სი მე­ურ­ნე­ო­ბა მო­ა­წყო. 1918 წელს კი პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ცი­აც გა­მო­უშ­ვა. ამ საქ­მეს მერე ხელი სხვებ­მაც მოჰ­კი­დეს.

chai1-1652434810.jpg

უკვე 1899 წლის­თვის პა­რი­ზის გა­მო­ფე­ნა­ზე ქარ­თუ­ლი ჩაი დიდი ოქ­როს მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და. 1900 წელს ჩაის 23 საც­დე­ლი ნაკ­ვე­თი არ­სე­ბობ­და, მათ­გან 9 - ოზურ­გე­თის მაზ­რა­ში, 6 - ზუგ­დი­დის მაზ­რა­ში, 4 - სო­ხუ­მის ოკ­რუ­გში, 2-2 სე­ნა­კი­სა და ქუ­თა­ი­სის მაზ­რებ­ში.

ლე­გენ­და

ჩაის წარ­მო­შო­ბა­ზე ზო­გა­დად სხვა­დას­ხვა ლე­გენ­და არ­სე­ბობს, ერთ-ერთი კი მთლი­ა­ნად ამ­ყა­რებს აზრს, რომ ამ კულ­ტუ­რის სამ­შობ­ლო ჩი­ნე­თია. ვი­ნა­ი­დან ჩვენ­თან მისი მა­სობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა სწო­რედ ჩი­ნელს უკავ­შირ­დე­ბა, ამი­ტომ ღირს მისი გახ­სე­ნე­ბა:

"ძველ ჩი­ნეთ­ში ბრძე­ნი ბერი ცხოვ­რობ­და. დღე­ებს მარ­ხვა­სა და ლოც­ვა­ში ატა­რებ­და. ერთხელ, მე­დი­ტა­ცი­ის დროს, ბერს ბუდა გა­მო­ე­ცხა­და. გა­ო­ცე­ბულ­მა ბრძენ­მა გა­და­წყვი­ტა, იმ დღი­დან თვალ­მო­უ­ხუ­ჭა­ვად ელო­ცა, მაგ­რამ ერთ დღეს ვე­ღარ გაძ­ლო, ქუ­თუ­თო­ე­ბი და­უმ­ძიმ­და და ჩა­ე­ძი­ნა. ყვე­ლა­ფერ­ში წამ­წა­მე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, ამო­იძ­რო ისი­ნი და მი­წა­ზე და­ყა­რა. იმ ად­გი­ლას ჩაის ბუჩ­ქი ამო­ი­ზარ­და. იმის შემ­დეგ ბუ­დისტ ბე­რებს ურ­ჩევ­დნენ, მე­დი­ტა­ცი­ის დროს ჩაი და­ე­ლი­ათ, რომ არ ჩას­ძი­ნე­ბო­დათ. "ჩაი" და "სი­ფხიზ­ლე" ჩი­ნურ ენა­ში ერთი იე­როგ­ლი­ფით აღი­ნიშ­ნე­ბა.

IV-V სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ჩრდი­ლო­ეთ ჩი­ნეთ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ კარ­გი ჩაი ამ მცე­ნა­რის ნორ­ჩი ფოთ­ლე­ბის­გან მზად­დე­ბო­და. ამი­ტომ ეწო­და სას­მელს "ჩა", რაც ჩრდი­ლო ჩი­ნურ დი­ა­ლექ­ტზე "ნორჩ ფო­თოლს" ნიშ­ნავ­და.

ქარ­თულ-საბ­ჭო­თა ჩაი

საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ, ჩაის დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცა. და­სა­ველთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თად სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რად იქცა. XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში მე­ჩა­ი­ე­ო­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა მი­ი­ღეს. შე­იქ­მნა ჩა­ი­სა და სუბტ­რო­პი­კულ კულ­ტუ­რა­თა კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი, სა­დაც გა­მო­იყ­ვა­ნეს ახა­ლი ჯი­შე­ბი (სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი იყო "სა­ქარ­თვე­ლოს თა­ი­გუ­ლი").

192842162-4137228736334065-9172818362315446319-n-2021-05-31-10-39-53-708781-e1622457600716-1652434834.jpg

იმის გამო, რომ ქარ­თუ­ლი ჩაით არა­ერთ ქვე­ყა­ნას ამა­რა­გებ­დნენ, ამი­ტომ რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა ხა­რის­ხის გა­უ­ა­რე­სე­ბის ხარ­ჯზე მოხ­და, რა­მაც დამ­ღუპ­ვე­ლი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა, რო­გორც ჩაის ავ­ტო­რი­ტე­ტის­თვის, ასე­ვე გე­მო­სა და არო­მა­ტის­თვის. მსოფ­ლი­ო­ში 17 ძი­რი­თად ჩაის მწარ­მო­ბელ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს 11-ე ად­გილ­ზე იყო: ჩი­ნე­თი, ინ­დო­ე­თი, შრი-ლან­კა, კე­ნია, ინ­დო­ნე­ზია, თურ­ქე­თი, ვი­ეტ­ნა­მი, მი­ან­მა­რი, ია­პო­ნია, ბან­გლა­დე­ში, სა­ქარ­თვე­ლო, არ­გენ­ტი­ნა, ირა­ნი, უგან­და, მა­ლა­ვია, ტან­ზა­ნია, სამ­ხრეთ აფ­რი­კა.

ჩვენ­თან, შავ­ზე მე­ტად, მწვა­ნე ჩაის ბევ­რი სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობ­და და საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში 30-მდე და­სა­ხე­ლე­ბის მწვა­ნე ჩაი იწარ­მო­ე­ბო­და, მაგ­რამ XX სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ქარ­თუ­ლი ჩაი გა­ნად­გურ­და, ომებ­მა და ეკო­ნო­მი­კურ­მა კრი­ზი­სებ­მა ჩაის პლან­ტა­ცი­ე­ბის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია