რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ხელფასები და რომელ ადგილზეა საქართველო? | Allnews.Ge

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ხელფასები და რომელ ადგილზეა საქართველო?

მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად ახალი ქვეყნის არჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ მისი მოქალაქეების კეთილდღეობის დონე. სხვათა შორის ცხოვრების დონე და სიცოცხლის ხანგრძლივობაც კი პირდაპირაა დამოკიდებული შემოსავალზე, თავისთავად მაღალი ხელფასი დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე და რაციონალურად მართვაზე.

მსოფლიოში საშუალო სტატისტიკური ხელფასები ნაწილობრივ ასახავს რეალობას.

როგორია დღესდღეობით მოქალაქეების საშუალო შემოსავალი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და რატომ არ უნდა უნდა დავუჯეროთ ბრმად სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებს?

კერძოდ აღებულ ერთ კონკრეტულ ქვეყანაში საშუალო ხელფასის გამოთვლა ძალზე არაობიექტურად ხდება, თუ კი იმ კონკრეტული რეგიონის თითოეული მაცხოვრებლის კეთილდღეობაზე ვისაუბრებთ. იგი გამოითვლება საკმაოდ მარტივად: საშუალო არითმეტიკულის მიღებით.

სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და პროფესიის საშუალო ხელფასის შეკრებამდე და შემდეგ მათ საერთო რაოდენობის გაყოფამდე ტარდება ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაო, შედგენილია წარმომადგენლობითი ნიმუში, რომელიც ასახავს სხვადასხვა კლასის სიმდიდრის რეალურ სურათს.

უფსკრული რეალურ ციფრებსა და მიღებულ საშუალო სტატისტიკას შორის რჩება უზარმაზარი. არსებობს გაანგარიშების კიდევ ერთი, უფრო რთული მეთოდი, მაგრამ ის გაცილებით ნაკლებად გამოიყენება. ამ გზით მიღებული მონაცემები უფრო ზუსტად ასახავს არსს, მაგრამ არ წყვეტს ზოგად პრობლემას.

ცნება „საშუალო ხელფასი“ არის ინდიკატორი, რომლის გაანგარიშებისთვისაც ხდება დარიცხული შემოსავალი სახელმწიფო გადასახადების, სოციალური მოსაკრებლებისგან და გადასახადის გადამხდელებისგან.

ანუ, ფაქტობრივად, თავდაპირველადვე არასწორად ხდება მანიპულირება ციფრებით, ვინაიდან თანამშრომლების მიერ ხელზე აღებული თანხა სხვადასხვა ქვეყნიდან გამომდინარე, რეალურად 10-40%-ით ნაკლებია.

ახლა კი გავეცნოთ ტოპ-20 ქვეყანას ყველაზე მაღალი ხელფასით(აშშ $)

  • შვეიცარია 6244
  • დანია 6192
  • ლუქსემბურგი 5854
  • ნორვეგია 5450
  • ისლანდია 5436
  • გერმანია 4392
  • იაპონია 3998
  • ბელგია 3930
  • აშშ 3921
  • ფინეთი 3908
  • სინგაპური 3782
  • ირლანდია 3671
  • ანდორა 3388
  • ახალი ზელანდია 3354
  • ავსტრალია 3346
  • საფრანგეთი 3332
  • ნიდერლანდები 3238
  • ბაჰამის კუნძულები 3189
  • კანადა 3151
  • ისრაელი 3064

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა საშუალო 458 აშშ$-ით 69-ე ადგილზეა და სხვათა შორის ვასწრებთ ორივე მეზობელ ამიერკავკასიის ქვეყანას(სომხეთი 378$, აზერბაიჯანი -346$) ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ესტონეთს-1560$, (უკავია 32-ე ადგილი)ხოლო ყველაზე ნაკლები ტაჯიკეთს -155$.

წყარო