"დემნას მაშინ დიმას ვეძახდით, მორცხვი იყო და სულ შავი ტანსაცმელი ეცვა" - უცნობი ფაქტები მსოფლიოში ცნობილ დიზაინერზე | Allnews.Ge

"დემნას მაშინ დიმას ვეძახდით, მორცხვი იყო და სულ შავი ტანსაცმელი ეცვა" - უცნობი ფაქტები მსოფლიოში ცნობილ დიზაინერზე

და­ი­ბა­და სო­ხუმ­ში, აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით თბი­ლის­ში აღ­მოჩ­ნდა. სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და შემ­დეგ ან­ტვერ­პე­ნის სა­მე­ფო აკა­დე­მი­ა­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნ­დებს. ამ­ჟა­მად დემ­ნა გვა­სა­ლია Balenciaga-ს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რი და VETEMENTS-ის მთა­ვა­რი დი­ზა­ი­ნე­რია. სო­ხუ­მის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ სა­ცხოვ­რებ­ლის შეც­ვლა რამ­დენ­ჯერ­მე მო­უხ­და, მო­დის სფე­რო­ში თა­ვი­სი სტი­ლის სა­პოვ­ნე­ლად კი საკ­მაო დრო დას­ჭირ­და.

მე­გობ­რებ­თან (Margiela-დან) შექ­მნა Vetements (ფრან­გუ­ლად "ტან­საც­მე­ლი"), სა­კუ­თა­რი მო­დის ხაზი, რომ­ლი­თაც სურ­და, თა­ვი­სი ხედ­ვა მსოფ­ლი­ოს­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა. 2016 წლის FASHION AWARDS-ის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე, მზა ტან­საც­მლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­ზა­ი­ნე­რის პრი­ზი აიღო. Vetements დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ამ ხაზ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლი მო­დის კო­დე­ბი და­ან­გრია, რად­გა­ნაც მისი გუნ­დი სხვა მო­დის სახ­ლე­ბის­გან სხვა ხედ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც მო­დის ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მოჰ­ქონ­დათ, მა­ღა­ზი­ებ­ში უნდა გა­ყი­დუ­ლი­ყო. დი­ზა­ი­ნე­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი არის რე­ა­ლის­ტუ­რი და სა­ტა­რებ­ლად კომ­ფორ­ტუ­ლი.

269814192-1810003582720450-6505173999924027431-n-46049-1642930789.jpg

ეს ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეპი­ზო­დე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­საც მან სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მი­აღ­წია.

თუმ­ცა ბევ­რმა ალ­ბათ მისი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ეს ეპი­ზო­დი ნაკ­ლე­ბად იცის, რო­დე­საც დემ­ნა გვა­სა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს "პირ­ველ არხზე" სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა "მო­ამ­ბის" ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ჯგუფ­ში მუ­შა­ობ­და და გა­მოშ­ვე­ბის­თვის ტექ­სტებს ამ­ზა­დებ­და.

სა­ლო­მე და­დუ­ნაშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

272168044-2009029492604588-7530745635023079592-n-46041-1642930722.jpg

- "მო­ამ­ბე­ში" ბევ­რი ახალ­გაზ­რდა მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ მა­შინ არ იყო იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ინ­გლი­სურ ენას ფლობ­და. „მო­ამ­ბე­ში“ კი ყო­ველ­დღე სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტე­რის" ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი მა­სა­ლა მო­დი­ო­და, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბო­და. ამას აკე­თებ­და ჯგუ­ფი ია მა­ხა­რაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

დემ­ნა (მა­შინ დი­მას ვე­ძახ­დით) იამ იპო­ვა. ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ახალ­გაზ­რდა ამ ჯგუფს ეხ­მა­რე­ბო­და, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ტექ­სტებს ამ­ზა­დებ­და. ჩვენ, რო­გორც „მო­ამ­ბის“ ჟურ­ნა­ლის­ტებს, მას­თან ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა გვქონ­და. ეს პე­რი­ო­დი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მახ­სოვს. დიმა იყო უაღ­რე­სად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, მორ­ცხვი პა­ტა­რა ბიჭი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ჩუ­მად იყო. რო­გორც კარ­გი და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნი, ასე გა­ვი­ცა­ნი. ეცვა ყო­ველ­თვის შავი ფე­რის ტან­საც­მე­ლი. თუმ­ცა მას­ზე არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვქონ­და. მისი ჩვენ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ ერთი-ორი სა­ა­თით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და...

demnagvasalia-46080-1642930826.jpg

ერთხელ, ერთ-ერ­თმა ვი­ზა­ჟის­ტმა და­ი­ჩივ­ლა, რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მივ­დი­ვარ, რო­მე­ლიც ცო­ტა­თი გან­სა­კუთ­რე­ბულ ჩაც­მუ­ლო­ბას მო­ი­თხოვს და არ ვიცი, რა ვქნაო... ყვე­ლა­ნი სა­მონ­ტა­ჟო­ში ვი­ყა­ვით. ჩვენ­მა ჩუმ­მა ასის­ტენ­ტმა უცებ თქვა, მე მო­დით ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და მაქვს რა­ღაც ნა­მუ­შევ­რე­ბი, ხომ არ გინ­და, რომ გაჩ­ვე­ნო, იქ­ნებ გა­მო­გად­გე­სო. დიდი სი­ხა­რუ­ლით დას­თან­ხმდა. მას­თან სახ­ლში წა­ვი­და, გა­მო­ე­წყო დი­მას შექ­მნი­ლი კა­ბით და იმ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ასე წა­ვი­და. ასე გა­ირ­კვა, რომ ის თურ­მე მო­დით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია

myquiz