ბავშვი ჯერ იმპერატორია, შემდეგ მონა, ბოლოს კი თანატოლი- ბავშვის აღზრდის იაპონური საიდუმლო | Allnews.Ge

ბავშვი ჯერ იმპერატორია, შემდეგ მონა, ბოლოს კი თანატოლი- ბავშვის აღზრდის იაპონური საიდუმლო

ყველასთვის ცნობილია იაპონური აღზრდის ოქროს წესი: ხუთ წლამდე ბავშვი იმპერატორია; ხუთის შემდეგ - მონა; 15 წლიდან - თანატოლი.

ხუთ წლამდე ბავშვს საერთოდ რომ არ სჯიან და არ ეჩხუბებიან, შუა საუკუნეების ფილოსოფოსების დამსახურებაა. თუმცა, დედა ბავშვს შენიშვნას მაინც აძლევს, ძალიან პატარასაც კი. უფრო სწორად, შენიშნვას კი არა მინიშნებას, ისე, რომ ღირსება არ შეულახოს.

260082-1640850661.jpg

ხუთი წლის შემდეგ ბავშვს გარკვეულ მოთხოვნებს უწესებენ. თავდაპირველად ცოტას და ადვილად შესასრულებელს. მოგვიანებით მშობლების მოთხოვნები იზრდება და სერიოზულდება. თუ ბავშვი მათ არ შეასრულებს, სჯიან და არა მხოლოდ მას, არამედ მთელ კლასს. ამასთანავე, დამნაშავის სახელსა და გვარს არ ასახელებენ. მიჩნეულია, რომ თუ კონკრეტული დანაშაულისთვის დამნაშავეს დასჯიან, გაუბრაზდებიან ან დაადანაშაულებენ, მას შერცხვება და ეს მის მიმართ გამოვლენილი სისასტიკე იქნება.

265301-1640850753.jpg

იაპონელებს დაუშვებლად მიაჩნიათ ბავშვის დასჯა, მასთან ჩხუბი. ბავშვი კოლექტივისგან არ უნდა გაირიყოს. სკოლის მოსწავლეებს კლასში რომ ჰკითხოთ, ვინ შეასრულა საშინაო დავალება სრულყოფილად, ხელს არავინ აიწევს. მაგრამ თუ მასწავლებელი იკითხავს, ვინ ვერ მოასწრო გაკვეთილის სწავლა ბოლომდე, ხელს ყველა ბავშვი ასწევს. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილი შეიძლება ყველას ჰქონდეს ნასწავლი. ბავშვმა იცის, რომ მოკრძალებული უნდა იყოს.

იაპონიაში მოხვედრილი უცხოელი სწრაფად ამჩნევს, რომ იქაური ბავშვები ჭირვეულები არ არიან. არც ისტერიკები ჩვევიათ, არც მშობლები ეჩხუბებიან უზნეო საქციელის გამო.საქმე ისაა, რომ ძველად იაპონელი ქალებისთვის შრომა და ბავშვის მოვლა განცალკევებულად შეუძლებელი იყო.

რაც არ უნდა ეკეთებინა დედას, ბავშვი ყოველთვის თან ჰყავდა სხეულზე მიკრული. ამის გამო ბავშვი ყველა ოჯახური საქმის თანამონაწილე იყო, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. თან დედა განუწყვეტლივ ელაპარაკებოდა შვილს. საუკუნეების განმავლობაში ასეთმა მიჯაჭვულობამ თავისი შედეგი გამოიღო - გარდა ზემოხსენებული ჰარმონიიისა, იაპონიაში ბევრი ისეთი შემთხვევაც ფიქსირდება, როცა ბავშვები ჯერ ლაპარაკს იწყებენ და შემდეგ - სიარულს.

1-1-1640850843.jpg

იაპონიაში ბავშვებს მამაკაცებიც ისეთივე რუდუნებით უვლიან, როგორც ქალები. ბავშვებს მშობლების გვერდით საშუალოდ 10 წლის ასაკამდე სძინავთ.ასეთი მჭიდრო სიახლოვის გამო ბავშვი ეჩვევა, რომ სხვას ხელი არ უნდა შეუშალოს, რომ წყნარად უნდა მოიქცეს. ასე ეჩვევა ზრდილობასა და თავაზიანობასაც. იაპონელები არც უკმაყოფილებას გამოხატავენ ყვირილით - მზერა და ინტონაცია სავსებით საკმარისია. შვილები უსიტყვოდაც ხვდებიან, რას იქრობენ მათ საქციელზე მშობლები.თანამედროვე იაპონელი ქალები, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, არ მუშაობენ, ან მინიმალური დატვირთვით შრომობენ, რათა დროს უმეტესი ნაწილი შვილებს მიუძღვნან.

myquiz